სოდის ძმრით გაზავება - მთავარი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა დიასახლისი უშვებს - Gemrielia.ge

სოდის ძმრით გაზავება - მთავარი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა დიასახლისი უშვებს

ჰაეროვანი და ფუმფულა ნამცხვრები ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა. დამეთანხმებით, რომ ღუმელიდან მაღალი, ჰაეროვანი ნამცხვრის ან კექსის გამოღება ძალიან სასიამოვნო პროცესია, რაც თავისთავად, მიუთითებს იმაზე, რომ რეცეპტი სწორად არის შერჩეული, თუმცა ცომის მომზადებისას შეცდომა შესაძლებელია გამოცდილმა მზარეულებმაც კი დაუშვან.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ლამაზი ნამცხვრების ნაცვლად „დავარდნილ“ და „შეკუმშულ“ დესერტს ვიღებთ, რომელსაც შეიძლება არც ისე ცუდი გემო ჰქონდეს, თუმცა სტუმრის გასამასპინძლებლად არ გამოდგება, რადგან ჯერ კერძს თვალით ვაფასებთ, ხოლო შემდეგ გემოვნურად.

ძალიან ხშირად დიასახლისები სოდას ძმრით აზავებენ. სინამდვილეში, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ ზიანს აყენებს თქვენს კექსებსა თუ ბლინებს.

keqsi_6FB5Pi4.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

გასაკვირია, რომ ამ მეთოდს მიმართავს უფროსი თაობა, რომელმაც, როგორც წესი, მშვენივრად იცის კულინარიის ყველა საიდუმლო. ჩვენ გეტყვით, ზოგჯერ რატომ ამართლებს ეს ხერხი დესერტების მომზადებისას და ზოგჯერ კი სავალალო შედეგამდე მივყავართ.

ფაქტია, რომ სოდას ორჯერ ამოჰყავს ცომი. პირველად - ცომში დამატებისას და მეორედ - უშუალოდ ცხობისას. როცა სოდას ძმრით აზავებთ, გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც გათვლილია ცომის ასაფუებლად. შედეგად, სოდას ფაქტობრივად ვუკარგავთ თავის დანიშნულებას. ანუ ძმარი სოდას ნაწილობრივ „კლავს“.

soda-1654077010.jpg

ზოგიერთ შემთხვევაში, ის მთლიანად არ კარგავს თავის თვისებებს და მაინც ახერხებს ცომის ამოყვანას. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ხშირად ეს პროდუქტი გამოიყენება ცომში მჟავე პროდუქტებთან ერთად: კეფირი, არაჟანი, ლიმონის წვენი, რომლებიც ხელს უწყობენ ცომის შეკვრას და ძმრის დამატება ნამდვილად აღარ არის საჭირო.

გირჩევთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ სოდასთანაც, თუ ზედმეტი მოგივიდათ მისი გამოყენება ის სპეციფიკურ საპნის გემოს მიიღებს. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ მისი შეცვლა ყოველთვის შეიძლება გამაფხვიერებლით.

ასევე დაგაინტერესებთ: