როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები
დაბალანსებული კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საოფისე სამუშაო, ფასტ-ფუდი, დაგვიანებული ვახშამი - სხვადასხვა მიზეზის სწორად კვებას იშვიათად თუ ვახერხებთ.
როგორ, რამდენჯერ და როდის უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზარალოთ - ამ საინტერესო საკითხებზე ქეთევან ასათიანი გვესაუბრება, ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი:
- როგორი უნდა იყოს საუზმე. რა აუცილებელი პროდუქტი უნდა მივიღოთ დილას?
- საუზმე სავალდებულოა, თუმცა დილით მისართმევი პროდუქტების საგანგებო ჩამონათვალი არ არსებობს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუზმე კალორიულობის თვალსაზრისით, შესაძლოა ყველაზე მეტად "დატვირთული" იყოს დღის განმავლობაში სადილთან და ვახშამთან შედარებით.
- საუზმიდან სადილამდე რისი მიღებაა სასურველი? ვთქვათ, ხილის თუ უმი ბოსტნეულის?
- ხემსის შემადგენლობაც ინდივიდუალურია. დასაშვებია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის ან რძის პროდუქტის მირთმევა. ასე, მაგალითად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კეფირი ან მაწონი ან უცხიმო იოგურტი, შესაძლოა ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთისა და ლიმონის მოსასხმელით.
- ე.ი. სადილი მსუყე არ უნდა იყოს და აუცილებელია თუ არა წვნიანის მიღება?
- არსებობს გამოთქმა: საუზმე თავად მიირთვი, სადილი გაუყავი მეგობარს, ხოლო ვახშამი უწილადე მტერს. აქედან გამომდინარე, სადილად შესაძლოა, მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანი (რომლის მირთმევაც სასურველია, ზამთარში სასიამოვნოც არის) ან ხორციანი კერძი, რომლის გარნირი ბოსტნეულის სალათი იქნება, ასევე პურის 1-2 თხელი ნაჭერი (სასურველია წინა დღის და არა ახლადგამომცხვარი)... გააგრძელეთ კითხვა