როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები - Gemrielia.ge

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო, ფასტ-ფუდი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვახ­შა­მი - სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის სწო­რად კვე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებთ.

რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რო­დის უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი გვესა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- რო­გო­რი უნდა იყოს სა­უზ­მე. რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ დი­ლას?

- სა­უზ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა დი­ლით მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სა­გან­გე­ბო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­უზ­მე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე მე­ტად "დატ­ვირ­თუ­ლი" იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დილ­თან და ვახ­შამ­თან შე­და­რე­ბით.

- სა­უზ­მი­დან სა­დი­ლამ­დე რისი მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი? ვთქვათ, ხი­ლის თუ უმი ბოსტნე­უ­ლის?

- ხემ­სის შე­მად­გენ­ლო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. და­საშ­ვე­ბია რო­გორც ხი­ლის, ასე­ვე ბოსტნე­უ­ლის ან რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. ასე, მა­გა­ლი­თად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კე­ფი­რი ან მა­წო­ნი ან უცხი­მო იო­გურ­ტი, შე­საძ­ლოა ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და ლი­მო­ნის მო­სას­ხმე­ლით.

- ე.ი. სა­დი­ლი მსუ­ყე არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა?

- არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი გა­უ­ყა­ვი მე­გო­ბარს, ხოლო ვახ­შა­მი უწი­ლა­დე მტერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დი­ლად შე­საძ­ლოა, მი­ირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი (რომ­ლის მირ­თმე­ვაც სა­სურ­ვე­ლია, ზამ­თარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოც არის) ან ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, რომ­ლის გარ­ნი­რი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა, ასე­ვე პუ­რის 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი (სა­სურ­ვე­ლია წინა დღის და არა ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი)... გააგრძელეთ კითხვა