რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს - Gemrielia.ge

რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს

მტევ­ნე­ბის და­ბუ­ჟე­ბა და მგრძნო­ბე­ლო­ბის შეც­ვლა ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნია. ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვი­სა და ინერ­ვა­ცი­ის დარ­ღვე­ვა სდევს თან. ამ დროს ექი­მის დრო­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია - თვით­მკურ­ნა­ლო­ბამ შე­საძ­ლოა კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი წა­შა­ლოს და და­ა­ვა­დე­ბის ამოც­ნო­ბა გა­არ­თუ­ლოს.

კი­დუ­რის და­ბუ­ჟე­ბა ხში­რად ნერვზე ხან­მოკ­ლე ზე­წო­ლის შე­დე­გია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სიმპტო­მი სა­ში­ში არ არის. საკ­მა­რი­სია, კი­დურს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვუც­ვა­ლოთ, რომ ნერ­ვის ფუნ­ქცია აღ­დგე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბი გა­ივ­ლის. კი­დევ რის ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლის უე­ცა­რი და­ბუ­ჟე­ბა? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხებს აკად. ნ. ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი-ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ია რუ­ხა­ძე.

- ხე­ლებ­ში მა­გის­ტრა­ლუ­რი ნერ­ვე­ბი გა­დის. გან­სა­ზღვრულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისი­ნი ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, რაც პა­რეს­თე­ზი­ას - ხე­ლებ­ში ჩხვლე­ტის, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ცოც­ვის, სი­ცი­ვის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. ეს შეგ­რძნე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ დის­კომ­ფორ­ტს გვა­ყე­ნებს და ხელს უშ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნიც აღ­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა.

და­ბუ­ჟე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია გან­სა­ზღვრუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, უფრო სწო­რად, საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლე­ბის ერთ პო­ზი­ცი­ა­ში ხან­გრძლი­ვად გა­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს. იმი­სათ­ვის, რომ მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყოს, ექიმ­მა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რამ გა­მო­იწ­ვია და­ბუ­ჟე­ბა: კის­რის ოს­ტე­ო­ქონ­დროზ­მა თუ ნერვზე ზე­წო­ლამ. კარ­პუ­ლი გვი­რა­ბუ­ლი სინ­დრო­მი, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბამ­დე თით­ქმის უც­ნო­ბი იყო. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად ეს სინ­დრო­მიც გახ­შირ­და. კომ­პი­უ­ტერ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ხან­გრძლი­ვი ბეჭდ­ვა მისი ერთ-ერთი მი­ზე­ზია. პა­თო­ლო­გია ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა მკე­რა­ვებს, მუ­სი­კო­სებს, მე­მან­ქა­ნე­ებს, მღე­ბა­ვებ­სა და სხვა ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­საც მთე­ლი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლის მტევ­ნით ერთი და იმა­ვე მოძ­რა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უხ­დე­ბათ... გააგრძელეთ კითხვა