რომელი საკვები აქვეითებს მადას და რომელი აშიებს? - ენდოკრინოლოგის პასუხები გავრცელებულ კითხვებზე - Gemrielia.ge

რომელი საკვები აქვეითებს მადას და რომელი აშიებს? - ენდოკრინოლოგის პასუხები გავრცელებულ კითხვებზე

ადამიანები, რომლებსაც დიეტის დაცვა უჭირთ, ხშირად ეძებენ მადის დაქვეითების და საკვებზე მოთხოვნილების შემცირების გზებს. რეალურად არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხები, რაც მადის დაქვეითებას იწვევს, ამის გასარკვევად ენოკრინოლოგ, მზია ფიცხელაურს დავუკავშირდით.

- მადის დაქვეითება, ქცევასთან ცალსახად დაკავშირებული არ არის. თუმცა, გარკვეული ქცევები ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმალური მადა, არც მომატებული და არც დაქვეითებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის არის გარკვეული საკვები, რომელიც კუჭის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, ამის ფონზე მადა მატულობს. ვიღაცას ვაშლი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ვიღაცას კეფირი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ამ თემასთან მიმართებით, რომ კონკრეტული რომელიმე საკვები მადის დამაქვეითებელი იყოს, ეგეთი რამ არ არსებობს. მაგრამ, ყველაზე მეტად, რაც მადაზე დადებითად და კარგად მოქმედებს, ეს არის ჯერადი, ბალანსირებული კვება, დღის განმავლობაში. არასდროს არ ჩაითვლება ფიზიოლოგიურ ნორმად მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და საღამოთი ერთჯერადად მიღებული საკვები. ან დღის განმავლობაში, არასწორი, მარტივი საკვების მიღება და საღამოთი ძირითადი კვების მიღება. თუ იქნება სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი - ამ შემთხვევაში ჯერადად მიღებული სწორი ენერგია, მადის დაქვეითებას ან გამძაფრებას აღარ გამოიწვევს.

- საღეჭი რეზინი, წყალი, ყავა - ხშირად ამბობენ, რომ ეს საშუალებები ჭამის მადას უქვეითებთ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- ეს მითია. ძალიან ინდივიდუალურია. საღეჭი რეზინი ვიღაცისთვის კუჭ-ნაწლავის ფერმენტაციისთვის სტიმულაციას იწვევს, შესაბამისად შივდება. ვიღაცასთან ამას არ იწვევს. ეს ინდივიდუალურ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული და ზოგადი კომენტარის გაკეთება, არ შეიძლება. ვიღაცას შეიძლება დესერტად სჭირდება ხილი. ვიღაცას საკვებს შორის შუალედში ხილი აშიებს, ვიღაცას - პირიქით, ანაყრებს და უფრო მარტივად მიდის შემდეგ კვებამდე.

- თქვენი პაციენტებისგან ძირითადად რა გაგიგიათ მადის დაქვეითებასთან მიმართებით?

- წყალი, საღეჭი რეზინი, ხილი, კეფირი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მითი და ინდივიდუალურია. თუ სწორ ფიზიოლოგიურ კვებას მიჰყვება ადამიანი, არ არსებობს მოუწესრიგებელი ნივთიერებათა ცვლა... გააგრძელეთ კითხვა