"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც" - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები - Gemrielia.ge

"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც" - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები

გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც წონის კორექციის მიზნით ადამიანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ბევრი თვლის, რომ დიეტების დაწყება წელიწადის ამ სეზონზე ბევრად უფრო ეფექტურია. რა უნდა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დაწყების დროს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორ უნდა ვიკვებოთ?- ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვაპასუხობს ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა კორინთელი.

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწრაფი დიეტები ჯანმრთელობისთვის საზიანო და მავნებელია. არანაირად არ მივესალმები გაზაფხული დავიწყოთ სწრაფი დიეტებით და მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის საკვები მივიღოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად. გაზაფხულზე ისედაც ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია და როდესაც ადამიანი ზღუდავს კვებას, ეს არ არის კარგი, რადგან შემონახული ენერგია რაც გვაქვს, იფიტება და ორგანიზმი ვეღარ ივსება ახალი ენერგიით. ახალი ხილი და ბოსტნეულიც გვიან გაზაფხულზე შემოდის, ამ პერიოდამდე კი ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩივილები, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, სახეზე გამონაყარი, სახის ფერის ცვლილება, გვაწუხებს თავის ტკივილები, გვახასიათებს საერთო სისუსტე. არტერიული წნევის დაქვეითება იწყება, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზებში გვხვდება გაღარიბებული ჰემოგლობინი, რკინა, ვიტამინების დეფიციტი, ამიტომ გაზაფხულზე დავიწყოთ დიეტა, უმოკლეს პერიოდში დავიკლოთ წონაში და შევზღუდოთ კალორიების მიღება, არასწორია. თუ გვინდა ზაფხულში გამოვიყურებოდეთ კარგად და ვიყოთ კარგ ფორმაში, ამაზე გაცილებით ადრე უნდა ვიზრუნოთ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, მოკლე დროში შეზღუდული კვება გვაძლევს შედეგს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქსირდება წონის ორმაგი, სამმაგი მატება. ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ დიეტა არის სწორი კვება. თუ ჯანსაღ კვებას მიჰყვებით, არ გექნებათ წონის პრობლემა. სწორი კვება გულისხმობს დოზირებულ, საათობრივ კვებას. რა თქმა უნდა, ქორწილში ან სხვა რაიმე ტიპის სუფრაზე, შეუძლიათ ყველაფერი მიირთვან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა აკონტროლონ კვების რაციონი. ეს არის სილამაზის და გარეგნობის ჩემეული ფორმულა. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, როცა იწყებენ გაზაფხულზე კატასტროფულ დიეტებს, აუცილებელია ვიტამინების კომლექსების დამატება, მიკრო, მაკრო ელემენტების დამატება, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგს ჰგონია, რომ ვიტამინები ასუქებს, რაც არის მცდარი შეხედულება. თუ მაიცდამაინც პაციენტი გადადის კატასტროფულ კვებაზე, ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არა თვითნებურად.

- გაზაფხულზე თავად როგორ დიეტას ურჩევთ პაციენტებს?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობისთვის თვეში 3-5 კილოს კლებაა აპრობირებული. შეიძლება სასწორზე 3-5 კილო დავიკლოთ, მაგრამ ვიზუალურად უფრო დაგვეტყოს, რადგან პროპორციებში ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება. ამიტომ სასწორზე მუდმივად ველოდოთ დიდ შედეგს, არის მცდარი შეხედულება. შეიძლება პაციენტი 60 კილო იყოს და ვუთხრათ, რა გამხდარი ხარ და იგივე სიმაღლის პაციენტს, რომელიც 50 კილოა, ვუთხრათ, რა მსუქანი ხარ. ეს არის პროპორციებზე, ადამიანის აღნაგობაზე დამოკიდებული.თუ ადამიანი თვითნებურად აპირებს დიეტის დაწყებას, ვურჩევ, არ მიმართონ კატასტროფულ დიეტებს. ყოველდღე უნდა მიიღონ მინიმუმ ლიტრანახევარი სუფთა წყალი და არა სხვა სითხე. საუზმე უნდა იყოს 8-10 საათამდე, სადილი 2-დან 4 საათამდე, ვახშამი 7-დან 8 საათამდე. სამჯერადი კვება ორგანიზმისთვის აუცილებელია. სახლიდან მშიერი არასოდეს არ უნდა გავიდეთ. შუალედში თავს უფლება უნდა მისცენ და 300 გრამი ხილი უნდა მიირთვან. დიეტის დროს შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ, მათ შორის ყავაც და ჩაიც უშაქროდ უნდა მივირთვათ. ამით არ ირღვევა შაქრის ბალანსი, რადგან ხილი არის ტკბილი და მისი მირთმევის შემთხვევაში შაქრის ოდენობას ვაბალანსებთ.

- შაქრის შემცვლელად ხილი უნდა მივირთვათ?

- დიახ, მაგრამ ხილსაც გააჩნია. დღის განმავლობაში 600 გრამს არ უნდა გადააჭარბოთ... გააგრძელეთ კითხვა