სამკურნალო კვებაში გამოიყენება, ტექსტურით ლეღვის ჩირს ჰგავს... - რა არის შავი ნიორი და რით განსხვავდება თეთრისგან - Gemrielia.ge

სამკურნალო კვებაში გამოიყენება, ტექსტურით ლეღვის ჩირს ჰგავს... - რა არის შავი ნიორი და რით განსხვავდება თეთრისგან

დიახ, დიახ, ის რასაც ფოტოზე ხედავთ, ნამდვილად არსებობს, თანაც უკვე დიდი ხანია.

ეს შავი ნიორია, მაგრამ ის ამ ფორმით არ იზრდება.

სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი ნიორია, რომელიც სპეციალურ დამუშავებას გადის. ეს ტექნიკა კორეულ სამზარეულოში დიდი ხანია არსებობს. კორეელი კულინარები ნიორს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს ამუშავებენ სპეციალურ თბილ სათავსოებში. შედეგად ნიორი გარედან ჩვეულებრივ იერს ინარჩუნებს, შიგნით კი შავდება.

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, პროდუქტის გემოს, ტექსტურასა და ფერს ყოველგვარი დანამატების გარეშე, ბუნებრივად იღებენ. ნიორი, მასში შემავალი შაქრისა და ამინომჟავების მოქმედებით ასე ბუნებრივად შავდება.

შავ ნიორს აღარ აქვს თეთრისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი და სიმწარე, ტექსტურით ქიშმიშს ან ლეღვის ჩირს ჰგავს, რბილია, გემო მოტკბო აქვს, ძირტკბილას მოგაგონებთ.

შავი ნიორი სამკურნალო კვებაში გამოიყენება, რადგან დამუშავების დროს მთლიანად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს. მისი ჭამა პირდაპირ შეიძლება, როგორც ჩირის, ამატებენ სხვადასხვა კერძებში, სალათებში და სასმელებშიც კი.

ბოლო წლებში, შავი ნიორი ევროპასა და ამერიკაშიც გახდა პოპულარული. იქ მისი გასინჯვა თითქმის ყველა "თავმოყვარე" რესტორანში შეიძლება