უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით
ყველა ექიმი, სპეციალისტი პაციენტს ურჩევს, რომ ორგანიზმმა ყოველდღიურად წყალი დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს, რადგანაც ის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო პროცესებში სერიოზულად მონაწილოებს, თუმცა მისი გადამეტებული რაოდენობით მიღებაც დაუშვებელია.
"ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზმში მისი ბალანსი შევინარჩუნოთ - წყლის როგორც ჭარბი რაოდენობა, ასევე ნაკლებობა, დარღვევებს იწვევს," - გვეუბნება ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
ხოლო ვინც ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალს არ სვამს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს, ამაზე ექიმი ასე გვპასუხობს: "წყლის დეფიციტმა ანუ დეჰიდრატაციამ შეიძლება გავლენა იქონის ყველა ორგონოთა სისტემაზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ტაქიკარდია, დაბალი არტერიული წნევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (შებერილობა, ყაბზობა), შარდ-სასქესო სისტემაზე (ინფექციური დაავადებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები). დეჰიდრატაცია იწვევს ისეთ ზოგად სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, თმის სტრუქტურის დარღვევა, კანის სტრუქტურის ცვლილებები და შესაძლოებელია ტემპერატურული ცვლილებების გამოვლინებაც".
- წყალის მიღება წონაში დაკლებას თუ უწყობს ხელს, გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ის წონის მატებას იწვევს...
- წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, რაც გვეხმარება წონის კლებაში, მაგრამ ნამდვილად არ ასუქებს, რადგანაც კალორაჟი არ აქვს. მისმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, რაც შემდგომ სასწორზეც აისახება, ეს კი მარილიანი საკვებს კავშირდება. ამ დროს წყალი ორგანიზმში რჩება და ქსოვილებში მისი დაგროვება ხდება.
- ეთანხმებით გავრცელებულ რეკომენდაციას, რომ ყოველ დილით, უზმოზე ერთი ჭიქა წყალი აუცილებლად ყველამ უნდა დავლიოთ?
- პაციენტს ყოველთვის უნდა შევხედოთ, როგორც ინდივიდს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მივცეთ გარკვეული მითითებები, რადგან არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როდესაც დილით უზმოდ წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება უზმოდ, რადგან ამ დროს ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომზადება საჭმელის მონელებისთვის.
- რის მიხედვით განისაზღვრება დღის მანძილზე მისაღები წყლის რაოდენობა?
- დღის განმავლობაში წყლის რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად: ასაკის, სიმაღლის, წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, ასევე მსოფლიო სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ არის მოწოდებული შემდეგი ფორმულა, რომ ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული რაოდენობა უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში... გააგრძელეთ კითხვა