უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით - Gemrielia.ge

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

ყვე­ლა ექი­მი, სპე­ცი­ა­ლის­ტი პა­ცი­ენტს ურ­ჩევს, რომ ორ­გა­ნიზ­მმა ყო­ველ­დღი­უ­რად წყა­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ი­ღოს, რად­გა­ნაც ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ნა­წი­ლო­ებს, თუმ­ცა მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის და­ახ­ლო­ე­ბით, 70% წყლის­გან შედ­გე­ბა, ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ორ­გა­ნიზ­მში მისი ბა­ლან­სი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ - წყლის რო­გორც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე ნაკ­ლე­ბო­ბა, დარ­ღვე­ვებს იწ­ვევს," - გვე­უბ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

ხოლო ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წყალს არ სვამს, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს, ამა­ზე ექი­მი ასე გვპა­სუ­ხობს: "წყლის დე­ფი­ციტ­მა ანუ დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნის ყვე­ლა ორ­გო­ნო­თა სის­ტე­მა­ზე: გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე (ტა­ქი­კარ­დია, და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა), კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე (შე­ბე­რი­ლო­ბა, ყაბ­ზო­ბა), შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მა­ზე (ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი). დე­ჰიდ­რა­ტა­ცია იწ­ვევს ისეთ ზო­გად სიმპტო­მებს, რო­გო­რი­ცაა: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, თმის სტრუქ­ტუ­რის დარ­ღვე­ვა, კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბე­ბი და შე­საძ­ლო­ე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაც".

- წყა­ლის მი­ღე­ბა წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას თუ უწყობს ხელს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს ის წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს...

- წყა­ლი ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბას, რაც გვეხ­მა­რე­ბა წო­ნის კლე­ბა­ში, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ასუ­ქებს, რად­გა­ნაც კა­ლო­რა­ჟი არ აქვს. მის­მა მი­ღე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს შე­შუ­პე­ბა, რაც შემ­დგომ სას­წორ­ზეც აი­სა­ხე­ბა, ეს კი მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვებს კავ­შირ­დე­ბა. ამ დროს წყა­ლი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა და ქსო­ვი­ლებ­ში მისი დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა.

- ეთან­ხმე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ყო­ველ დი­ლით, უზ­მო­ზე ერთი ჭიქა წყა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა დავ­ლი­ოთ?

- პა­ცი­ენტს ყო­ველ­თვის უნდა შევ­ხე­დოთ, რო­გორც ინ­დი­ვიდს, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მივ­ცეთ გარ­კვე­უ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან არ­სე­ბობს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც დი­ლით უზ­მოდ წყლის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ორ­გა­ნიზ­მი ჯან­მრთე­ლია, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლის მი­ღე­ბა უზ­მოდ, რად­გან ამ დროს ხდე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მომ­ზა­დე­ბა საჭ­მე­ლის მო­ნე­ლე­ბის­თვის.

- რის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დღის მან­ძილ­ზე მი­სა­ღე­ბი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად: ასა­კის, სი­მაღ­ლის, წო­ნის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე მსოფ­ლიო სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ არის მო­წო­დე­ბუ­ლი შემ­დე­გი ფორ­მუ­ლა, რომ ჩვე­ნი წონა უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ 0.033-ზე და მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში... გააგრძელეთ კითხვა