"თავიდან აქაურობა გაუვალ ტყეს ჰგავდა... ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს მოვერეოდით" - ტყუპი დების გაშენებული სამოთხე რაჭაში, მამის ნაჩუქარ მიწაზე - Gemrielia.ge

"თავიდან აქაურობა გაუვალ ტყეს ჰგავდა... ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს მოვერეოდით" - ტყუპი დების გაშენებული სამოთხე რაჭაში, მამის ნაჩუქარ მიწაზე

ტყუპ დებს კარ­გი იდეა გა­უჩ­ნდათ, ირ­წმუ­ნეს სა­კუ­თა­რი თა­ვის, ძა­ლე­ბის და იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გნენ. თა­მარ და მი­რან­დუხტ და­ვი­თუ­ლი­ა­ნე­ბი რა­ჭა­ში და­ი­ბად­ნენ. დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­მო­ვიდ­ნენ. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სად­მელ­ში დიდი გეგ­მე­ბით დაბ­რუნ­დნენ. თა­მა­რი არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რია, მისი ტყუ­პის­ცა­ლი - სო­ცი­ო­ლო­გი. მა­მამ შვი­ლებს წლე­ბის წინ სო­ფელ­ში მი­წის გარ­კვე­უ­ლი ფარ­თო­ბი აჩუ­ქა. სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ამ ად­გი­ლის გა­ცო­ცხლე­ბა, ათ­ვი­სე­ბა და იქ შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს შექ­მნა გახ­და...

თა­მარ და­ვი­თუ­ლი­ა­ნი:

- სტან­დარ­ტუ­ლად ასე ხდე­ბა, როცა რა­ჭი­დან მი­დი­ხარ, უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ ფიქ­რობ, რად­გა­ნაც გგო­ნია, რომ აქა­უ­რო­ბას რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და. სურ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე გვქონ­და, დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით - ეს იყო პრი­ო­რი­ტე­ტი. მიწა (5 ჰექ­ტა­რი) მა­მამ გვა­ჩუ­ქა და სულ ვფიქ­რობ­დით, მას რა პერ­სპექ­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. ამ ფარ­თობ­ზე ვე­ნა­ხი და მა­მის აშე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი სახ­ლი კარ­კა­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ტყე­ში რომ გა­უ­ვა­ლი ად­გი­ლე­ბია, ეს ტე­რი­ტო­რია ზუს­ტად იმას ჰგავ­და. როცა ჯერ არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სიმ­ყა­რე არ გაქვს და არც არა­ვის მხრი­დან არა­ნა­ი­რი იმე­დი, რომ საქ­მე­ში გვერ­დით და­გიდ­გე­ბა, რთუ­ლია საქ­მის და­წყე­ბა, მაგ­რამ და­ვი­წყეთ. რაჭა ახალ­გაზ­რდე­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია და თან­და­თან იც­ლე­ბა, ამი­ტომ აქა­უ­რებს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­ვირ­დათ.

davitulianebi-racha-6-56615-1664348827.jpg

თა­მარ და მი­რან­დუხტ და­ვი­თუ­ლი­ა­ნე­ბი

- აგ­რო­ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის შექ­მნა გინ­დო­დათ?

- კი, ჩვე­ნი კო­ტე­ჯი იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც აქ ტუ­რის­ტუ­ლი წი­აღსვლე­ბი და­ი­წყო... მალე მოხ­და ჩვე­ნი რე­ა­ლი­ზე­ბა სო­ცი­უმ­ში, გარ­შე­მო ყვე­ლამ ძა­ლი­ან აი­ტა­ცა. თურ­მე რა­ჭა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, რომ რა­ღაც და­ი­წყო და გა­ნა­ვი­თა­რო. ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნა გვინ­დო­და, რო­მელ­საც აზრი ექ­ნე­ბო­და და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ყვე­ლაფ­რის არ­სე­ბო­ბას გა­ა­მარ­თლებ­და. საქ­მე­ში ჩემი მე­უღ­ლეც, ვაკო სუ­ხაშ­ვი­ლი და­მიდ­გა, რო­მე­ლიც ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რია. ის თბი­ლი­სე­ლია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღად შე­ხე­და ჩვენს სურ­ვილს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია და მა­ნაც და­ი­ჯე­რა, რომ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ერ­თად შევ­ძლებ­დით.

davitulianebi-racha-18-56641-1664348879.jpg

- გა­მო­დის, პრო­ფე­სი­აც და­გეხ­მა­რათ და სა­კუ­თა­რი თა­ვიც გა­მო­ცა­დეთ პრო­ფე­სი­ა­ში...

- დიახ. თა­ვი­დან ტე­რი­ტო­რი­ის გა­სუფ­თა­ვე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სახ­ლამ­დე, შე­ნო­ბამ­დე, რაც აქ იდგა, თა­ვი­სუფ­ლად მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ამ დროს ძა­ლი­ან დიდი ნე­ბის­ყო­ფა და სურ­ვი­ლი უნდა გქონ­დეს, რომ რა­ღაც გა­მო­გი­ვი­დეს. დიდი შრო­მა დაგ­ვჭირ­და, მაგ­რამ ვირ­წმუ­ნეთ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის. ამის ყუ­რე­ბა შო­რი­დან სხვე­ბის­თვის სა­სა­ცი­ლო იყო, გარ­შე­მო მო­სახ­ლე­ო­ბა პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავ­და. ვერ იჯე­რებ­დნენ, რომ გა­ვე­ლუ­რე­ბულ გა­რე­მოს ჩვე­ნი ძა­ლე­ბით მო­ვე­რე­ო­დით. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა­ღა­ცას აზ­ვი­ა­დებთ, აქე­დან რამე რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეს?! მაგ­რამ სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია გვქონ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და.

- ძნე­ლია, საქ­მეს ისე ზუს­ტად მიჰ­ყვე, რო­გორც და­გეგ­მე... წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ალ­ბათ იყო...

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა და ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად მარ­თლა რთუ­ლია. იმის სურ­ვი­ლიც გვქონ­და, გვინ­დო­და, დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ რა­ჭა­ში წა­მოს­ვლა, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თან, ერ­თმა­ნეთს გვერ­დში და­ვუ­დე­ქით და საქ­მეც ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც გვინ­დო­და და დავ­რწმუნ­დით, რომ ეს იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... გააგრძელეთ კითხვა