თურმე მთელი ცხოვრება არასწორად ვხარშავდი - როგორ მოვამზადოთ პელმენი სწორად - Gemrielia.ge

თურმე მთელი ცხოვრება არასწორად ვხარშავდი - როგორ მოვამზადოთ პელმენი სწორად

რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი, ვიდრე პელმენის მომზადება? უბრალოდ გამოიღეთ საყინულედან და ჩადეთ ქვაბში. გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა ცოდნა. სავარაუდოდ, არაერთხელ ამოგიღიათ ერთი პელმენის ნაცვლად, შეწებებული მასა. ამის მიზეზი არის ერთი შეცდომა, რომელსაც დროდადრო ვიმეორებთ. ამიტომ, სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ პელმენი სწორად ისე, რომ სრულყოფილი იყოს.

ბევრი ფიქრობს, რომ პელმენი სტუდენტების საკვებია. თუმცა ეს კერძი მაშველია დაკავებული დიასახლისებისთვისაც, რომლებსაც ღუმელთან დგომის დრო არ აქვთ. გარდა ამისა, ეს არის ნოყიერი კერძი, რომელსაც შეუძლია მთელი ოჯახის დანაყრება. თანამედროვე ნახევარფაბრიკატები არის კარგი ხარისხის და კარგი გემოთი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათი შედარება არ შეიძლება სახლში მომზადებულ პელმენებთან.

პელმენი შეიძლება მოამზადოთ სხვადასხვა გზით: შემწვარი, მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, მაგრამ ტრადიციული გზა ჯერ კიდევ ქვაბში ხარშვაა. და სწორედ აქ იპარება საბედისწერო შეცდომა. ვადუღებთ წყალს, ვყრით მარილს, პელმენს ვიღებთ პირდაპირ საყინულედან და ვყრით მდუღარე წყალში. ეს არის მთავარი შეცდომა!

pelmenebi.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზე მიწებებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ... - წაიკითხეთ, სანამ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ

აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება საყინულედან მდუღარე წყალში გაყინული პელმენის ჩაყრა. გაყინული ცომი არ არის ელასტიკური. ის მშრალია, ასე რომ, შეიძლება სწრაფად დასკდეს და შემდეგ ერთმანეთს მიეწებოს. პელმენის სწორად მოხარშვის გაკეთების ორი საუკეთესო გზა არსებობს:

წყლის ადუღების შემდეგ ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ პელმენი. ეს ხელს შეუწყობს ტემპერატურის გათანაბრებას... გააგრძელეთ კითხვა