რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან - რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან
ბოლო დროს 18-საათიანი დიეტა ჩვენში ერთგვარად ტრენდული გახდა. ადამიანები მისი დახმარებით ცდილობენ, წონაში დაიკლონ. როდესაც ამ დიეტას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რამდენად სასარგებლოა ის, რა გვერდითი ეფექტები ახლავს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა, - ამაზე ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვესაუბრება.
„18-საათიან დიეტას ინტერვალურ შიმშილს ეძახიან. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ წონის კლება ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე მოხდეს და არა კუნთოვანი განლევის ხარჯზე. კუნთოვანი განლევით კლება ბევრი არასწორად დაბალანსებული დიეტის შედეგია,“ - აღნიშნავს ნუტრიციოლოგი.
- კვლევებით დადასტურებულია, რომ წონაში დაკლება ცხიმოვანი ქსოვილის კლების ხარჯზე ხდება?
- გააჩნია, იმ 6 საათის განმავლობაში ადამიანი როგორ იკვებება. თუ მაღალია სიმსუქნის ხარისხი, შეიძლება 18-საათიანი შიმშილის ხარჯზე პირველ ჯერზე, 2 თვეში, დაახლოებით, 12-14 კილო დაიკლოს. თუ დასაკლებია მხოლოდ 4-5 კილოგრამი, რაც ძალიან ხშირია, მაშინ ეს ინტერვალური შიმშილი წონაში დაკლების სიჩქარით ნაკლებად გვაოცებს. არ მიმაჩნია, რომ ეს კვების მოდელი წონაში დასაკლებად ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ რადგან ეს კვების მოდელი ასეთი ტრენდული გახდა, ვიტყვი, რომ ღამის ინტერვალი კარგია, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან ჯერ გლუკოზა და გლიკოგენი „ამოლაგდება“, შემდეგ კი უკვე ცხიმები. იმ დანარჩენ 6 საათს თუ ადამიანი ჯანსაღად იკვებება, კალორიულ დეფიციტს ქმნის, უფრო მეტ კალორიებს ხარჯავს, ვიდრე იღებს, მაშინ წონაში კლების პროცესი შესამჩნევია.
- ე.ი. იმ 6 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და ალბათ ნახშირწყლებიც ნაკლებად უნდა მივიღოთ, ხომ?..
- ნახშირწყლები შეიძლება, ოღონდ, ის უნდა იყოს სწორად შერჩეული და მომზადებული - ბურღულეული, უსაფუვრო პური, დოზირებული ხილი, ცოცხალი ბოსტნეული, ბოსტნეულის წვნიანი, ან ჰაერღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული - ეს მათთვის, ვისაც ბოსტნეულის ცოცხლად მიღება არ სიამოვნებს. თუ არ უყვარს ხილი, მიიღოს ხილის სმუზი, ან მცირე რაოდენობით ჩირი, თუ ალერგიული არ არის, თხილეული.
მაგრამ იმ 6 საათის განმავლობაში თუ სწრაფი კვების ობიექტის პროდუქტებით იკვებება, ეს სიკეთეს არ მოიტანს. კანს დასტრესავს, კუჭ-ნაწლავის პრობლემას შეიძენს და ზოგადად ორგანიზმისთვის სასარგებლო არ იქნება. ამ მოდელში ერთი პლუსია, - თუ სხვადასხვა დიეტაში რაციონის ოდენობა მკაცრად, გრამობით არის გაწერილი, ამას ეს არ სჭირდება. პორციას ადამიანი თვითონ ირჩევს და მიირთმევს. უბრალოდ აქცენტი კეთდება ტექნოლოგიურად სწორად მომზადებულ ჯანსაღ პროდუქტებზე. მაგრამ თუ წიწიბურა რძეზე მოვხარშეთ, მერე კარაქი დავუმატეთ და სოსისი ჩავაჭერით, ასე ამ პროდუქტის თითქმის ყველა სასარგებლო თვისებას დავკარგავთ. წყალზე მოხარშული წიწიბურა ყველთან, მწვანე ფერის ცოცხალ ბოსტნეულთან კი ნამდვილად სასარგებლოა... გააგრძელეთ კითხვა