ქართული რესტორანი მადრიდში - "ნუნუკა" ესპანელებს ბებიის რეცეპტებით გაუმასპინძლდება - Gemrielia.ge

ქართული რესტორანი მადრიდში - "ნუნუკა" ესპანელებს ბებიის რეცეპტებით გაუმასპინძლდება

მადრიდში ქართული რესტორანი “ნუნუკა” გაიხსნა.

როგორც გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი თამრიკო სიხარულიძე ამბობს, რესტორანი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციისთვის.“დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი პოპულარული და საყვარელი ადგილი გახდება მადრიდში”, – ამბობს თამრიკო სიხარულიძე.

nunuka-madridi-1664522913.jpg

“ნუნუკას” შესახებ წერს ესპანური მედიაც. მათი ცნობით, ნინო კილტავა ახლად გახსნილ ობიექტზე ბებიის რეცეპტებს აღადგენს, მათ შორის მოამზადებენ ხაჭაპურს და ხინკალს.“რესტორანი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მადისაღმძვრელი (და უცნობი) ქართული სამზარეულო” – ასე ახასიათებს ახალ სტარტაპს ესპანური მედია.

nunuka-madridi2-1664522925.jpg

“ყოველ ჯერზე, როცა ნინო კილტავა დედაქალაქში საკუთარ სახლში სადილს მართავდა, სტუმრები გაოცებული და აღფრთოვანებული მიდიოდნენ იმ მენიუებით, რომელიც მათ ქართველი უმზადებდა. “ნუნუკაში” ყველაფერი საქართველოსთან ასოცირდება. კედლებზე განთავსებულია წიგნების ფურცლები, რომლებსაც ნინო ბებიასთან ერთად კითხულობდა, აქ ბევრ საგანს სენტიმენტალური დატვირთვა აქვს”, – წერს ესპანური მედია რესტორნის შესახებ.