მოვამზადოთ სამკურნალო ზეთები საკუთარი ხელით - Gemrielia.ge

მოვამზადოთ სამკურნალო ზეთები საკუთარი ხელით

ზეთების სამკურნალო თვისებებმა ყურადღება უძველესი დროიდან მიიპყრო. ექიმები და მკურნალები ზეთებს სხვადასხვა ბალახებზე, ყვავილებსა და ფესვებზე აყენებდნენ, შემდეგ კი მათი დახმარებით სასწაულებს ახდენდნენ.


თუ გსურთ გამოიყენოთ მათი საუკუნოვანი გამოცდილება, დაამზადეთ ზეთები საკუთარი ხელით.

1. ნივრის ზეთი - ხსნის თავის ტკივილს, გულის სპაზმებს, აფართოებს სისხლძარღვებს და კარგი სასუალებაა სკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
დაასხით 1 თავ დანაყილ ნიორს 1 ჭიქა არარაფინირებული ზეთი და გრილ ადგილას შეინახეთ. თუ მაცივარში ჩადებთ - საყინულიდან მოშორებით. უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ ამდენივე ლიმონის წვენთან გარეული, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე

2. კალენდულის ზეთი ჭრილობებს, ნახეთქებს, იარებს შველის. დაასხით 2 კოვზ ყვავილს ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი და დააყენეთ 2-3 კვირა. დაზიანებულ ადგილებზე კომპრესები უნდა დაიდოთ.

3. დაფნის ზეთი ართრიტების, ნევრალგიის, გაუხეშებული კანის სამკურნალოდ გამოიყენება. 30-35 დაუზიანებელ, მწვანე მშრალ ფოთოლს, წინასწარ დაფშვნეტილს, დაასხით 200 გ ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი. დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ. ზეთი შეიზილეთ მტკივან ადგილებზე ან გაუხეშებულ კანზე.

4. სეზამის ზეთის მიღება რეკომენდირებულია გულის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავური კოლიკების დროს. ასევე გამოიყენება სისხლნაკლებობის და შინაგანი სისხლდენის დროს. ანეიტრალებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას. დღეში 1 ს.კ სეზამის ზეთი შეგიმსუბუქებთ სუნთქვას ბრონქიალური ასთმის დროს. მზა სეზამის ზეტი იყიდება სუპერმარკეტებში, მაგრამ შეარჩიეტ მხოლოდ არარაფინირებული, ცივი დაწურვის გზით მიღებული.

5. სასარგებლოა სიმინდის ზეთიც, როემლიც 10-ჯერ მეტ ე ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ზეითუნის ზეთი. აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, რეკომენდირებულია ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს