რომელი ერი განიცდის ყველაზე მეტად ნაბახუსევის სინდრომს?
ბრიტანელები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ნაბახუსევის სინდრომს.აღნიშნული მონაცემები გამოაქვეყნა გერმანულმა კვლევითმა კომპანიამ Statista Global Consumer Survey.
მკლვევარებმა გამოკითხეს რვა ქვეყნის: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ავსტრალიის, კანადის, მექსიკისა და ჩინეთის მომხმარებლები.
მიღებული მონაცემების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ყოველი მეხუთე მაცხოვრებელს ალკოჰოლის მიღების შემდეგ, დილით აღენიშნება ნაბახუსევის სინდრომი. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ფრანგებში, სადაც ქვეყნის მხოლოდ ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება აღნიშნული სინდრომი.
მკვლევარებმა ასევე გამოარკვიეს ამგვარი განსხვავების მიზეზი. მათი აზრით, საფრანგეთში, ბრიტანეთისგან განსხვავებით, სვამენ უფრო ხარისხიან ალკოჰოლს ნაკლები რაოდენობით, რის შედეგადაც ნაკლებად და იშვიათად აქვთ ნაბახუსევის სინდრომის უსიამოვნო სიმპტომატიკა.
ლალი ჩხიკვაძე
წყარო: mkurnali.ge