A, K, B1, B6... - რომელი პროდუქტები შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს - ჩაინიშნეთ ეს სია
ვიტამინებით მდიდარი საკვების ჭამა ცხოვრების განმავლობაში არაერთი დაავადებისგან გვიცავს. ცხადია, ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ დაბალანსებული კვების რეჟიმი ჰქონდეს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს სია პრიორიტეტების სწორად დალაგებაში დაგეხმარებათ.
А—სტაფილო, ციტრუსები, კარაქი, ყველი, კვერცხი.
D—რძე, კვერცხი, ვირთევზას ღვიძლი, ცხიმინი თევზის სახეობები
Е—სიმინდის, მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი, ბარდა
К—მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, ბრიუსელის, ყვავილოვანი და ჩვეულებრივი კომბოსტო, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული ბურღულეული.
В1—ღორის ხორცი, შვრია, თხილი
В2— ხორბლის ქატო, სოიო, ბროკოლი, ღვიძლი, კვერცხის გული, ყველი
РР—მწვანე ბოსტნეული, ნიგოზი, საფუარი, ხორცი (მათ შორის ქათმის), თევზი, რძე, ყველი
В5—პარკოსნები, სოკო, ბრინჯი, ღვიძლი, სუბპროდუქტები.
В6—მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი
В9—ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, პარკოსნები, ბანანი, ფორთოხალი, სუბპროდუქტები, კვერცხი
В12—წყალმცენარეები, ღვიძლი, ხიზილალა, კვერცხი, ყველი, ხაჭო, ხორცი, თევზი,
Н—კვერცხის გული, ღვიძლი
ბეტა-კაროტინი — სტაფილო, ოხრახუში, ისპანახი, ნესვი, პამიდორი, სატაცური, ბროკოლი, გარგარი.