როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო - 3 რჩევა, რომლებიც პატარა ფართის მოწყობაში დაგეხმარებათ
დიდი სახლი ცალკე სამზარეულოთი ყველასთვის სასურველია, ფიქრობენ, რომ მისი მოწყობა მარტივია, რადგან ყველაფრისთვის უპრობლემოდ მოიძებნება ადგილი. თუმცა ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავარია სივრცის არა ფართობი, არამედ ნივთების სწორი გადანაწილება. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პატარა სამზარეულოს მარტივად მოწყობაში დაგეხმარებათ.
ფერები და დეკორი
თუკი სტუდიოს ტიპის სახლი გაქვთ, სამზარეულოს მხარე შეგიძლიათ რეტრო დიზაინით შექმნათ. ნათელი ფერები და ძველებური ავეჯი/ტექნიკა ოთახში სიმყუდროვეს შექმნის.
სწორი ადგილი
როგორც ზევით აღვნიშნეთ, პატარა სივრცის მოწყობაც შესაძლებელია იმგვარად, რომ ადგილი ყველაფრისთვის გქონდეთ. მთავარია ავეჯი და ტექნიკა სწორად გადაანაწილოთ. არჩევანი შეაჩერეთ ჩასაშენებელ ტექნიკაზე, რომელიც უფრო მცირე ადგილს იკავებს. კარადები სრულად აუშვით ჭერამდე. შეიძლება იფიქროთ, რომ მოუხერხებელი იქნება, მაგრამ „მადონას სერვიზის“ მსგავსი ჭურჭელი შეგიძლიათ ზედა თაროებზე მოათავსოთ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენოთ.
პარალელური განლაგება
შეგიძლიათ ერთ კედელზე ნიჟარა და მაცივარი დადგათ, მის მოპირდაპირე კედელზე კი ღუმელს მიუჩინოთ ადგილი.
ანდაც მაცივარიც და ღუმელიც ერთ კედელზე განალაგოთ, მოპირდაპირე მხარეს კი პატარა სასადილო მაგიდა დადგათ.
თქვენ რომელი სამზარეულო უფრო მოგწონთ?