„განადგურდა მავნე და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 27 340 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები...“ - კიდევ რა ტიპის პროდუქტები გაანადგურა სეს-მა? - Gemrielia.ge

„განადგურდა მავნე და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 27 340 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები...“ - კიდევ რა ტიპის პროდუქტები გაანადგურა სეს-მა?

2022 წლის 8 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5-ჯერ მეტი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა.

კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, "ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყების ზედამხედველობით, 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში განადგურდა მავნე და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 27 340 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები.

ამასთან, წელს სეს-მა გაანადგურა 3 412 კგ მყარი სურსათი, 446 ლიტრი თხევადი სურსათი და 3 630 ცალი სასურსათო კვერცხი;

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 5 900 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები, 5193 მყარი სურსათი, 21 247 ლიტრი თხევადი სურსათი და 7 902 სასურსათო კვერცხი.