შვრიის ნახარში გასახდომად და გასაჯანსაღებლად - Gemrielia.ge

შვრიის ნახარში გასახდომად და გასაჯანსაღებლად

ასეთი ეფექტი ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე მიიღება: გამოიდევნება შლაკები და ტოქსინები, მათთან ერთად კი დაგროვილი ცხიმებიც.

შვრიაში შემავალი ნივთიერებები პერისტალტიკას აძლიერებს, რაც საკვების უკეთ შეთვისებას უწყობს ხელს, აქტიურდება მეტაბოლიზმის პროცესიც. შვრია თავისთავად, მეტად სასარგებლო , მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტია, მისი ნახარში კი ორგანიზმს აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს. თუ გადაწყვეტთ, რომ შვრიის ნახარში გასახდომად გამოიყენოთ, შეცვალეთ კვების რეჟიმიც - გახადეთ უფრო ზომიერი და გონივრული.

ნახარშისთვის საჭიროა დაუმუშავებელი, მთლიანი შვრიის მარცვლები და არა სწრაფი მომზადების ფაფის სახით. ის იყიდება ბაზრებში და სუპერმარკეტებშიც.

საღამოს, გარეცხეთ 2 ჭიქა შვრია ცივი წყლით, დაასხით 1 ლ წყალი. დატოვეთ მთელი ღამე. დილით მიიყვანეთ ადუღებამდე ემალის ქვაბით, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ თავდახურული 1.5 საათი. თუ საჭიროა ცოტა წყალი ჩაამატეთ. შემდეგ დააბლენდერეთ ან საცერში გაატარეთ მარცვლები (საცერში გატარების დროს, ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, უკანვე ჩაამატეთ შვრიას.). მიღებული ერთგვაროვანი მასა შეინახეთ მაცივარში, მირთმევის წინ შეათბეთ, შეგიძლიათ ცოტა თაფლი და ლიმონის წვენიც დაამატოთ. მიიღეთ  თითო საშუალო ჭიქა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, თბილი. დამტავრების შემდეგ მოამზადეთ ახალი მარაგი.

კურსის ხანგრძლივობა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ 10-დან 30 დღემდე.