ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი - რაჭაში რთველი დაიწყო - Gemrielia.ge

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი - რაჭაში რთველი დაიწყო

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. საპროგნოზო მოსავალი რაოდენობა 1500-1700 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული.

„რაჭაში რთველი დაიწყო; მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ ყურძენს. რაჭის რეგიონი განსაკუთრებულია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, ვინაიდან აქ მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“. მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, კერძო საწარმოების სტიმულირება, რომ სრულად შეიძინონ რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს საწარმოს ჩართულობა პროცესში მინიმალური იყოს. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

მათივე ცნობით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა... წაიკითხეთ სრულად