საკვები პროდუქტები, რომლებიც გონების განვითარებას უწყობენ ხელს - ნევროლოგის რჩევები ბავშვთა ტვინისა და მეხსიერების შესახებ
მშობლები ბავშვებს ხშირად სთავაზობენ ტვინის განვითარების ხელშემწყობ ვიტამინებსა და სხვადასხვა დანამატს. ამ გზით მეხსიერებისა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გაუმჯობესებას ცდილობენ. რეალურად, არსებობს თუ არა საშუალებები, რომლებიც ტვინისა და გონების მუშაობას აჩქარებს, რა ფაქტორები ახდენენ ამ პროცესზე გავლენას, რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისის შვილი სკოლისთვის მზადაა და რა უნარების განვითარებაა საჭირო - Mshoblebi.ge-ს აქტუალურ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე ესაუბრება:
- გეთანხმებით, რომ ასეთი შეთავაზება ხშირია. მშობლების მოტივაციაც, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ბავშვის განვითარებას და მოიძიონ მსგავსი საშუალებები - სრულიად გასაგები. თუმცა, როგორც კვლევებმა და გამოცდილებამ აჩვენა, ტვინს არაფერი ავარჯიშებს ისე, როგორც განმავითარებელი აქტივობები. ადრეულ ეტაპზე და მოგვიანებითაც, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ზრდა განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ტვინისთვისაც. მაგრამ ვერც ერთი დანამატი ვერ შეცვლის ტვინის ფუნქციონირებას, მისი ადეკვატურად დატვირთვის ან გავარჯიშების გარეშე.აქტიური ზრდის და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ბავშვის რაციონი და არ დავუშვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტი. მაგრამ მოლოდინი, რომ რომელიმე საკვები პროდუქტი თუ დანამატი დამოუკიდებლად შეცვლის ტვინის რესურსს და ფუნქციონირებას - გადაჭარბებულია.
- არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ გონების განვითარებას?
- კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინი, ისევე როგორც სხვა ორგანოები, განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დეფიციტის მიმართ. შესაბამისად სითხით ადეკვატური დატვირთვა და ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვა, იცავს ტვინსაც.ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რითიც მდიდარია მცენარეული ცხიმები - ზეითუნის, მზესუმზირის ზეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველური ცხიმი საერთოდ არ უნდა მივიღოთ. არ უნდა დავივიწყოთ თევზი და ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა მნიშვნელობა და აქტუალობა დროთა მანძილზე უფრო და უფრო იზრდება. თავის ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტში DHA კომპონენტის მაღალი შემცველობა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უფრო მდიდარი წყაროა თევზი. მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული პროდუქტებიდანაც (მაგალითად სელის ან ჩიას თესლი), თუმცა ათვისების ხარისხი და მოცულობა გაცილებით მაღალია თევზეულიდან. ტვინისთვის ჯანსაღი ცხიმების წყაროა ასევე თხილეული, რომელიც ამასთანავე მდიდარია მიკროელემენტებით (კალიუმი, მაგნიუმი, სელენი, თუთია) .სასარგებლო და აუცილებელია ხილი, კენკროვნები განსაკუთრებით და B ჯგუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ბოსტნეული, ასევე ანტიოქსიდანტებით.ტვინის ფუნქციონირებას ასტიმულირებს და ახალისებს შავი შოკოლადი, მწვანე ჩაი და ყავა გონივრული დოზებით.
- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მისი შვილის გონებრივ განვითარებას ხელი შეუწყოს?
- მშობლემა უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება და, მეორე მხრივ, რეგულარული და ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობები... გააგრძელეთ კითხვა