გაძვირდება თუ არა ქათმის ხორცი საქართველოში?
"მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო",- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კადრების დეფიციტი ერთ-ერთი წინაპირობაა იმისაც, რომ სამომავლოდ პროდუქტი გაძვირდება. ფასის სავარაუდო ზრდის კიდევ ერთ მიზეზად, კომერციული სექტორისთვის, იანვრიდან, გაზის და დენის ტარიფების გაძვირება სახელდება, რაც კომპანიებისთვის ხარჯებს გაზრდის.
კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს კუმისი”-ს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი. გოგიტა მაისურაძის თქმით, მპორტირებული ნედლეული საქართველოში დემპინგურ ფასად შემოდის. ეს კი ადგილობრივ მწარმოებლებს პრობლემას უქმნის.