საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის თითქმის ნახევარი რუსულია - Gemrielia.ge

საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის თითქმის ნახევარი რუსულია

შოკოლადის იმპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველომ 36,191 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, მაშინ როცა პანდემიამდელ, 2019 წლის იგივე პერიოდში - 27,434 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული შოკოლადის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს უკრაინა იკავებს.

მიმდინარე წლის მონაცემებით, შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-ათეულში ხვდება ასევე: ბელგია, იტალია, გერმანია, სომხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი.

წყარო: BPN.GE