საქართველოდან ქლიავის ექსპორტი შემცირდა - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე
საქართველოდან ქლიავის ექსპორტი შემცირდა. როგორც EastFruit-ი წერს, რუსეთმა, რომელიც ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა, წელს გაცილებით ცოტა ქლიავი იყიდა.
წლის განმავლობაში კი, საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება არ მოუხდენია. კარგი მოსავლის შემდეგ დაკლებულმა ექსპორტმა კი ბოლო ორ კვირაში ფასების შემცირება გამოიწვია.
სექტემბერი ქლიავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა საქართველოში. მიწოდება პიკს აღწევს, ბაზარი გადავსებულია, ფასები კი მინიმუმამდე ეცემა. სექტემბრის მერე ქლიავი ძვირდება, რადგან რაოდენობრივად ის კლებულობს. ეს თვე ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის თვალსაზრისით.
უკანასკნელი მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,8 ათასი ტონა ქლიავი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია. სწორედ ამის გამო, ოქტომბრის პირველ კვირას ქლიავის საბითუმო ფასმა მკვეთრად იკლო. ერთი კილოგრამის ღირებულება 0,70 ლარს შეადგენს, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. მითუმეტეს, რომ ეს იმ პერიოდში ხდება, როცა როგორც წესი, ფასები მატულობს.
წყარო: BPN.GE