ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა - ე. წ. ხაჭაპურის ინდექსი 38%-ით გაიზარდა
2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსმა განაგრძო ზრდის ტენდენცია და 6.30 ლარს მიაღწია. ამის შესახებ აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი 5.6%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში კი ინდექსი 38%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურის ინდექსის წლიურ ინფლაციაში წვლილი შეიტანა ფასის ზრდამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, თუმცა ყველაზე მეტად - 41%-ით ყველის ფასი გაიზარდა.
ამასთან, „აისეტის“ ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მაღალი იყო იმპორტირებულ (კარაქი) და იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული შუალედური პროდუქტები (ფქვილი და რძე) გამოიყენება.
წყარო: BPN.GE