„გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული“ - ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი ბაღი - Gemrielia.ge

„გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული“ - ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი ბაღი

ამ ოჯა­ხის ახ­ლოს გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი მახ­სენ­დე­ბა - "სო­ფე­ლი ღო­ნი­ე­რია, თუ კაცი გო­ნი­ე­რია“ და "ხერ­ხი სჯო­ბია ღო­ნე­სა, თუ კაცი მო­ი­გო­ნებ­სა." დიახ, ამ ამ გო­ნი­ერ­მა ხალ­ხმა თბი­ლის­ში, სულ რა­ღაც 90 კვად­რატ ფარ­თობ­ზე, სა­ო­ცა­რი ბაღი გა­ა­შე­ნა, სა­დაც იმ­დე­ნი მო­სა­ვა­ლი მოჰ­ყავთ, რამ­დე­ნის მოყ­ვა­ნაც 900 კვად­რატ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პი­რა­დად მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ნახ­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი ნეს­ვი და სა­ზამ­თრო არ მი­ნა­ხავს. პირ­ვე­ლად მათ­თან ვნა­ხე. კორ­პუ­სის ბი­ნი­დან კერ­ძო სახ­ლში გად­მო­სულ­მა ახალ­გაზ­რდა ოჯახ­მა ამ მცი­რე ფარ­თობ­ზე მარ­თლა სა­ო­ცარ შე­დეგს მი­აღ­წია. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, თეა სა­მა­დაშ­ვი­ლი-ედი­შე­რაშ­ვი­ლი, "პა­ლიტ­რა­მე­დია ჰოლ­დინ­გის" თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რია.

კუ­ლი­ნა­რი­ა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა და დღეს უკვე გა­მოც­დი­ლი კუ­ლი­ნა­რი და კონ­დი­ტე­რია. ის ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია:

- კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ­დით, პა­ტარ ბინა იყო, ვე­ღარ ვე­ტე­ო­დით და სა­კუ­თარ სახ­ლში გად­მო­ვე­დით. სა­კუ­თა­რი ეზოს ფასი არა­ფე­რია. თა­ვი­დან ყვა­ვი­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, რად­გან ყვა­ვი­ლე­ბი სულ მიყ­ვარ­და. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. თუმ­ცა რომ ვთქვა, ბაღი და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა მი­ზი­დავ­და-მეთ­ქი, ასე არ ყო­ფი­ლა. ეს ბე­სოს, ჩემს მე­უღ­ლეს უყ­ვარს და ამ საქ­მეს ზო­გა­დად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყვე­ბა.

tea-holic2-1665656394.jpg

კა­ხეთ­ში თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს... მოკ­ლედ, კარ­გა ხანი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა. აქ გად­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ახა­ლი ხე­ხი­ლი ჩავ­ყა­რეთ. სა­ერ­თოდ, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ ბავ­შვე­ბის კვე­ბას. ვცდი­ლობ, პრო­დუქ­ტი ბა­ზარ­ში გლე­ხე­ბის­გან შე­ვი­ძი­ნო. ბე­სომ მო­ი­ფიქ­რა, - მოდი, აქვე დავ­თე­სოთ ბოსტნე­უ­ლიო, მაგ­რამ ნი­ა­და­გი არ ვარ­გო­და. ამი­ტომ მთლი­ა­ნად შევ­ცვა­ლეთ, ამაღ­ლე­ბუ­ლი კვლე­ბი გა­ა­კე­თა მულ­ჩი­რე­ბით. მიწა საკ­მა­ოდ ამო­ი­თხა­რა, სა­დაც ტყის მიწა ჩა­ი­ყა­რა, მაგ­რამ ბაღი მა­ინც პა­ტა­რა გა­მო­ვი­და.

მოდი, გა­ხე­ივ­ნე­ბაც გა­ვა­კე­თოთ და ფარ­თობს მო­ვი­გებ­თო. ბევ­რი რამ, რო­მელ­მა კულ­ტუ­რა­მაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ხე­ი­ვან­ზე გა­ვუშ­ვით, მათ შო­რის, ნეს­ვი, სა­ზამ­თრო... კიტ­რი კი, ღო­ბე­ზე. რაც ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ და ბაღ­ში შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს. ზამ­თარ­შიც გარ­კვე­უ­ლი მწვა­ნი­ლი გვაქვს და შე­სა­ძე­ნად გას­ვლა არ გვი­წევს.

ისე, ეზო­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მე­ტად გა­ვაქ­ტი­ურ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს უფრო მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა.

tea-holik3-1665656404.jpg

- კვლებ­ში რა პრინ­ცი­პით გაქვთ ბოსტნე­უ­ლი და­თე­სი­ლი?

- შე­რე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გვაქვს, მა­გა­ლი­თად, სტა­ფი­ლოს­თან უნდა იყოს ოხ­რა­ხუ­ში. თურ­მე ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან სა­რე­ვე­ლებ­თან, მავ­ნებ­ლებ­თან, მწე­რებ­თან ბრძო­ლა­ში. მოკ­ლედ, ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ნიტ­რე­ბი არი­ან. არ ვწამ­ლავთ ქი­მი­უ­რად, მათ ზრდა­ში არა­ნა­ი­რად არ ვე­რე­ვით. გვირ­ჩევ­ნია, ნაკ­ლე­ბი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღოთ, ვიდ­რე ბევ­რი და შე­წამ­ლუ­ლი. კარ­ტო­ფი­ლიც კი მო­ვიყ­ვა­ნეთ.

- ასეთ მცი­რე ფარ­თობ­ზე?

- კარ­ტო­ფი­ლი ნამ­ჯა­ზე მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნამ­ჯა სი­ნეს­ტეს უნარ­ჩუ­ნებს. ხში­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბო­და, არც გა­მარ­გვლა და გა­თოხ­ნა უნდა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი ერთ კვალ­ზე გა­ვა­კე­თეთ და ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, მშვე­ნი­ე­რი კარ­ტო­ფი­ლი მო­ვი­და. მას მერე პა­ტა­რა კვალს სულ ვთე­სავთ, რომ ახა­ლი კარ­ტო­ფი­ლის სე­ზონ­ზე ეს პრო­დუქ­ტი გვქონ­დეს. წლის მა­რა­გის­თვის კი კარ­ტო­ფი­ლი ბე­სოს კა­ხეთ­ში მოჰ­ყავს... გააგრძელეთ კითხვა