როგორ გამოვიყენოთ კოკა-კოლა ყოფით ცხოვრებაში - Gemrielia.ge

როგორ გამოვიყენოთ კოკა-კოლა ყოფით ცხოვრებაში



1. თუ ქვაბმა მიიწვა, ჩაასხით კოკა-კოლა და წამოადუღეთ. ეფექტი გაგაოცებთ.

2. კოკა-კოლის დახმარებით, შეგიძლიათ ფოტოს დაძველების ეფექტი მიანჭოთ. მსუბუქად დაასველეთ სასმელში ფოტო და სწრაფად გაამშრალეთ. მაგრამ ფრთხილად - თუ ძალიან დაალბობთ, ფოტო გაფუჭდება.

3. თუ თმა შეიღებეთ და ფერი მეტისმეტად მუქი გეჩვენებათ, კოლა ფერის გაღიავებაში დაგეხმარებათ.

4. თუ ძველ მონეტებს კოკა-კოლაში დაალბობთ, ბრწყინვალებას დაიბრუნებენ.

5. ჩაასხით კოკა-კოლა ელექტრო ჩაიდანში და დატოვეთ მთელი დღე. შემდეგ კარგად გარეცხეთ. ჩაიდანს მთელი წყლის ნალექი მოშორდება.

6. ჩაასხით კოკა-კოლა განიერ, ბრტყელ ჭურჭელში და დადგით ბოსტანში. ეს ლოკოკინებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც ჭამენ მწვანილის, სალათის და სხვა ბოსტნეულის ფოთლებს. სასმელის მოტკბო სუნი მათ იზიდავთ, ვარდებიან სითხიან ჭურჭელში, უკან კი ვეღარ ამოდიან.

7. კოკა-კოლით შეგიძლიათ შეწამლოთ თქვენი ბაღის ვარდები. ეს სასმელი ყვავილებს ბევრი მავნე მწერისგან ათავისუფლებს.

8. თუ ვერ ხსნით რომელიმე ჭანჭიკს, იმის გამო რომ ჩაჟანგდა, ასე მოიქეცით: დაასველეთ ჩვარი კოკა-კოლაში და შემოახვიეთ ჭანჭიკს ამდენიმე საათით. ამის შემდეგ მისი მოშვება უფრო გაგიადვილდებათ.

9. გაწმინდეთ ფერშეცვლილი სამკაულები კოკა-კოლით: ჩაალაგეთ ცოტა ხნით სასმელში, შემდეგ კი ჯაგრისით გაწმინდეთ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვლებით არ არის გაწყობილი.

10. როგორც ამბობენ, კოკა კოლა კარგად წმენდს აბაზანასა და ტუალეტს. მოასხით და ცოტა ხნით დატოვეთ, შემდეგ მოუსვით ღრუბელი ან ჯაგრისი და წყლით ჩამორეცხეთ.