TOP 5 ხილი, რომელიც სეზონების მიხედვით უნდა ჩართოთ რაციონში - Gemrielia.ge

TOP 5 ხილი, რომელიც სეზონების მიხედვით უნდა ჩართოთ რაციონში

ხილის რეგულირებადიი მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჯანმრთლობის შენარჩუნებისთვის, თუმცა ყველა ხილი თანაბრად სასარგებლო არაა. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ ხუთი ყველაზე სასარგებლო ხილის შესახებ.

1. გრეიფრუტი

greifruti-1666161732.jpg

ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ციტრუსია. გარდა იმისა, რომ იგი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, მას ისიც გამოარჩევს,რომ ხელს უწყობს წონაში კლებას და ამცირებს ინსულინრეზისტენტობას. გარდა ამისა, გრეიფრუტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კლებას და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

2. ანანასი

ananasi-1666161842.jpg

ტროპიკულ ხილებს შორის ყველაზე სასარგებლოა. იგი მდიდარია C ვიტამინით და მაგნიუმით. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სიმსივნის უჯრედების ზრდის საწინააღმდეგოდაც კი იყოს ეფექტური საშუალება.

3. მოცვი

mocvi.png

გამოირჩევა C, K ვიტამინების მაგნიუმისა და ანტიოქსიდების მაღალი შემცველობით. მოცვის ნაყოფი ტკბილია, თუმცა ოდნავ მჟავე გემოც დაჰყვება. იჭმება ნედლად, ასევე ამზადებენ მურაბასაც.

4. ვაშლი

vashli.jpg

დიდი რაოდენობით B და C ვიტმინს, კალიუმსა და რკინას შეიცავს. კვლევები ამტკიცებს, რომ ვაშლში არსებული ანტიოქსიდები დიაბეტს და გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

5. ლიმონი

limoni-1666090339.jpg

სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ლიმონი ეფექტურია ბევრი დაავადების სამკურნალოდ, რადგან ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მდიდარია C ვიტამინით.

ამ 5 ხილიდან რომელს მიირთმევთ ყველაზე ხშირად?

მარიამ ფერაძე