სახლში მორჩენილი ხილისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული 5 საოცარი სახის ნიღაბი - Gemrielia.ge

სახლში მორჩენილი ხილისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული 5 საოცარი სახის ნიღაბი

ყოველდღიურ საკვებ რაციონში აქტიურად ვიყენებთ ხილსა და ბოსტნეულს, როგორც ჯანსაღ, გემრიელ და სასარგებლო პროდუქტს ჩვენი ორგანიზმისთვის.იგი არამხოლოდ აუმჯობესებს ორგანიზმის ფუნქციონირებას, არამედ ხელს უწყობს ჩვენი სახის კანის სიჯანსაღესაც.

სახლის პირობებში დამზადებული ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც მაღაზიის თაროებზე ნაყიდი ძვირადღირებული საშუალებები.

ჩვენ შევარჩიეთ 5 საუკეთესო პროდუქტი, რომლებიც ახალგაზრდულ იერსა და ბზინვარებას მიანიჭებენ თქვენი სახის კანს.

კარტოფილი - მშრალი კანისთვის

kartofilis-nigabi-1666252514.jpg

კარტოფილი ცნობილია, როგორც კარგი დამატენიანებელი და მათეთრებელი საშუალება. იგი აშორებს მუქ წრეებს თვალის გარშემო, ამცირებს წვრილ ნაოჭებს. მისი წვენის ბაქტერიციდიული მოქმედება დაგეხმარებათ გაღიზიანებული კანზე აკნეს მოშორებაში.მომზადების წესი: კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ კანი და გახეხეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია ეს პროცედურა გაიმეოროთ კვირაში 3-ჯერ.

პომიდორი - ცხიმიანი კანისთვის

pomidvris-nigabi-1666252579.jpg

ეს ნიღაბი შეამცირებს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას თქვენი სახის კანზე.

მომზადების წესი: 1ც ბოლოკსა და პომიდორს გააცალეთ კანი და დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი.სასურველი კონსისტენციის მისაღებად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი.წინასწარ გასუფთავებულ კანზე, თვალისა და ტუჩების მიდამოების მოშორებით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კიტრი - ყველა ტიპის კანისთვის

kitris-nigabi-1666252617.jpg

ბოსტნეულის ნიღბებიდან ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს კიტრი. იგი შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ტონს, ატენიანებს და აჯანსაღებს სახის კანს.

მომზადების წესი: კარგად დაბლენდერებული კიტრი კოსმეტიკური ბამბის დისკის საშუალებით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბანანი - ყველა ტიპის კანისთვის

bananis-nigabi-1666253367.jpg

თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, ახალგაზრდა და დატენიანებული კანი გარანტირებული გექნებათ. დაგეხმარებათ ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების მოშორებაში.

მომზადების წესი: ჩანგლით დაჭყლიტეთ ნახევარი ბანანი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი არაჟანი. მიღებული მასა აურიეთ და წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ქლიავი - ყველა ტიპის კანისთვის

ამ ნიღბისთვის გამოგადგებათ ყველა ჯიშის ქლიავი. მომზადების წესი: 4-6 ც ქლიავი დააბლენდერეთ და მიიყვანეთ პიურეს კონსისტენციამდე, შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის გული,1 ჩკ თაფლი და 1 სკ კოვზი დაფქული შვრიის ან წიწიბურას მასა. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რომელი ნიღაბი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

თიკო ღაჭავა