როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი ძეხვი
ამჯერად ძეხვეულზე ვისუბროთ.
"კარგი ძეხვი პოლიტიკას ჰგავს, სჯობს არ ნახოთ, როგორ კეთდება"- ამბობდა ბისმარკი. და მართლაც, საუკეთესო ხარისხის ძეხვიც კი არ შედის სასარგებლო პროდუქტების სიაში . მაგრამ, ასეა თუ ისე, მაინც ყველას გვიწევს მისი შეძენა.
როგორ განვასხვავოთ ხარისხიანია თუ არა შემოთავაზებული ძეხვეული?
• კარგი ძეხვი შეუძლებელია იყოს ძალიან იაფი. იაფ ძეხვში ხორცი ცოტაა, მის ნაცვლად იყენებენ ხორცის ნარჩენებს, კანს, ძვლებს, ქონს, აგრეთვე სოიოს. შეიცავს უამრავ დანამატს და რაც უფრო გრძელია მათი ჩამონათვალი, მით უფრო ცუდი პროდუქტია.
• მიაქციეთ ყურადღება ხარისხის ნიშანს: რომელი სტანდარტის მიხედვითაა დამზადებული ესა თუ ის ძეხვი?
• ძეხვი ელასტიური უნდა იყოს. გარედან ხელის დაწოლაზე სწრაფად იბრუნებდეს პირვანდელ ფორმას. გაჭრისას არ უნდა შეინიშნებოდეს ჰაერის ბუშტები, არ უნდა იყოს ძალიან რბილი, ან ძალიან წვნიანი. შებოლილ ძეხვს უფრო მკვრივი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს.
• სჯობს, არ იყიდოთ ძეხვი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოიო. ის, თავისთავად სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მსოფლიოში სოიოს მოსავლის უმეტესი ნაწილი გენური ინჟინერიითა მოყვანილი. ნატურალური სოიო ძვირი პროდუქტია და მას ძეხვეულში არავინ იყენებს.
• ბევრის თქმა შეუძლია ძეხვის ფერს. თუ შებოლილი ძეხვი მუქი ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში საქონლის ხორცი ჭარბობს, ხოლო თუ ღია ფერისაა - ღორის ხორცია მეტი. თუ ძეხვი მკვეთრი მოწითალო ფერისაა, ის ქიმიურ დანამატებს და სხვა და სხვა ნიტრატებს შეიცავს.