5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი სახლში კონსერვებს აკეთებთ - Gemrielia.ge

5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი სახლში კონსერვებს აკეთებთ

დამეთანხმებით,რომ ზამთარში ჩვენი ხელით დაკონსერვებულ პროდუქტს სულ სხვა გემო აქვს.

კონსერვის მომზადებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დავიცვათ რეცეპტის ზუსტი თანმიმდევრობა, არამედ საჭიროა დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შევარჩიოთ კომპონენტების შემადგენლობა. აუცილებელია შევარჩიოთ უმაღლესი ხარისხის, ახალი პროდუქტები.

ასევე, ხილი და ბოსტნეული არ უნდა იყოს გადამწიფებული და არ უნდა ჰქონდეს ვიზუალური დეფექტები. ამიტომ ჩვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მათი დახარისხება.

konservebi1-1666779227.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: ტოპ 3 ზამთრის კონსერვის რეცეპტი რომელიც ახლა უნდა გააკეთოთ

2 მთავარი მაჩვენებელით დახარისხება:

ხარისხი - მცირე რაოდენობით გაფუჭებულ ბოსტნეულსა და ხილსაც შეუძლია კონსერვის გაფუჭება, ამიტომ არც კი იფიქროთ, რომ დაზიანებული პროდუქტი ქილაში მოხვდეს.

ზომა - რეკომენდებულია ავირჩიოთ ერთი ზომის პროდუქტები, რადგან თერმული დამუშავებისას ისინი ერთსა და იმავე დროს მოიხარშება. ამის წყალობით მივიღებთ მაღალი ხარისხის, გემრიელ კონსერვს ზამთრისთვის.

კონსერვების უმეტესობა ზაფხულში მზადდება, როცა ჰაერის ტენიანობა მაღალია, ამიტომ პროდუქტები უფრო სწრაფად ფუჭდება, კარგავს გემოს და სასარგებლო თვისებებს. შესაბამისად, რაც უფრო ახალი დაკრეფილია იგი, მით უფრო მეტი საკვები ნივთიერების შენარჩუნება ხერხდება დაკონსერვებულ ქილებში.

bazari-1666779360.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: შინაურმა კონსერვმა რომ არაფერი გვავნოს - რამდენ ხანს ინახება და როგორ ჯობია

აქვე გაითვალისწინეთ, რომ სითბოს მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა კენკრა, ამიტომ დაკრეფისა თუ შეძენის შემდეგ იგი უნდა შევინახოთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღისა.

დახარისხების შემდეგ აუცილებელია ხილი და ბოსტნეული ცივი წყლით კარგად გავრეცხოთ. გარეცხვა აშორებს მტვერსა და ჭუჭყს ზედაპირიდან, ასევე შხამიანი ნივთიერებების ნარჩენებს, რომლებიც გამოიყენებოდა დაავადებებთან ან მავნებლებთან საბრძოლველად.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენი პროდუქტი ძლიერ არის დაბინძურებული ან მოსავალი წვიმიან ამინდშია დაკრეფილი, ჯობია დატოვოთ წყლის ქვეშ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გაწმინდოთ რბილი ჯაგრისის დახმარებით.

konservebi1.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: თუ ზაფხულში კონსერვები მოამზადეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

გარეცხილი ხილისა და ბოსტნეულის გაშრობა აუცილებელი არ არის, თუ რეცეპტი ამას მოითხოვს.

პროდუქტის კარგად გარეცხვით თავიდან ავიცილებთ კონსერვში ბაქტერიების მოხვედრის რისკს და ასევე შევძლებთ ხანგრძლივი დროით მის შენახვას.

თიკო ღაჭავა