„ნუ შეგეშინდებათ ყავის...“ - და კიდევ 10 რჩევა, რომელზეც იშვიათად საუბრობენ - Gemrielia.ge

„ნუ შეგეშინდებათ ყავის...“ - და კიდევ 10 რჩევა, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

როდესაც საქმე ჯანმრთელობაზე რჩევებს ეხება, შესაძლოა დაიბნე და გაგიჭირდეს ინფორმაციულ ნაკადში ამოარჩიო შენთვის ოპტიმალური.არც თუ ისე იშვიათად თავად ექიმების მოსაზრებებიც კი არაერთგვაროვანია, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც სამედიცინო სამყარო შეთანხმებულია. გთავაზობთ სამეცნიერო დასკვნებზე დაფუძნებულ რჩევებს ჯანმრთელობისთვის.

1. შეამცირეთ შაქრიანი სასმელები - წვენები, გაზიანი სასმელები - შაქრის დამატებითი წყაროა. კვლევებმა დაადგინა, რომ შაქრიანი სასმელები გულის დაავადებების და დიაბეტის რისკს ზრდის. მავნეა არამარტო მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. შაქრით გაჯერებული სასმელები მათთვის წარმოადგენს დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. ასევე, ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის განვითარებას და ღვიძლის გაცხიმოვნებას.

ჯანსაღი ალტერნატივა:

  • წყალი/მინერალური წყალი;
  • დაუმტკბარი ჩაი;
  • ყავა.

gazianisasmelebi.jpg

2. მიირთვით თხილეული და მარცვლეული - ზოგიერთი ადამიანი ერიდება თხილეულის მიღებას მისი ცხიმიანობის გამო. სინამდვილეში კი ამ ტიპის პროდუქტებს დიდი ნუტრიციული სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ისინი მდიდარია პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით. თხილეული ხელს უწყობს წონის კლებას. მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთა რაციონშიც ნაკლები რაოდენობით აღმოჩნდა ეს პროდუქტები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მარცვლეული და თხილეული ეხმარება ამ ტიპის დაავადებების პრევენციას.

txileuli.jpg

3. მოერიდეთ მზა საკვების მიღებას - გადამუშავებული საკვები შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი საწყისი ფორმისგან. ამ ტიპის დანამატებია: შაქარი, მარილი, კონსერვანტები, ხელოვნური დამატკბობლები, საღებავები.

მზა/გადამუშავებული პროდუქტებია:

  • ნამცხვრები/ტორტები;
  • სწრაფი კვების;
  • გაყინული საკვები;
  • კონსერვები;
  • ჩიფსები.

konservi.jpg

4. ნუ შეგეშინდებათ ყავის - ყავა კარგ ანტიოქსიდანტად მიიჩნევა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მისი რეგულარული მოხმარება ზრდის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს. თუმცა, ყავის მოხმარებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან მისმა ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, აფორიაქება, არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის პერიოდში კი რაციონიდან სრულად უნდა იყოს ამოღებული, ვინაიდან კვლევების მიხედვით ორსულობის პერიოდში ყავის მოხმარებასა და მცირე წონით დაბადებულ ნაყოფს შორის დადგენილია კორელაცია... გააგრძელეთ კითხვა