როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, რათა მოვიზიდოთ იღბალი და ბარაქა - Gemrielia.ge

როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, რათა მოვიზიდოთ იღბალი და ბარაქა

ახალი წელი მთელ მსოფლიოში მაგიურ და ჯადოსნურ დღესასწაულად მიიჩნევა.შესაბამისად, მზაობა მასთან გრანდიოზულად შესახვედრად განსაკუთრებით დიდია.

საახალწლო სუფრის მორთულობა დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ ძალისხმევა არ დაიშუროს.

ფიქრობენ, რომ ჭურჭლის, სუფრისა და დეკორატიული ელემენტების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ იმ სიმბოლოს სურვილები, ვისი წელიც მოდის ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ითვლება, რომ ამით იღბალსა და კეთილდღეობას დავიმსახურებთ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სიმბოლო კურდღელია.

saaxalwlo-sufra-1667200047.jpg

გთავაზობთ 2023 წლის საახალწლო სუფრის ტენდენციებს

მაგიდის სერვირებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სრულ კომპოზიციაზე.

ფერთა გამის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს, ასევე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. აუცილებელია გამოყენებული ფერები შეესაბამებოდეს ოთახის დეკორის ელემენტებსა და კერძებს.

dekori-1667200104.jpg

ხელსახოცი დეკორის ეფექტური ელემენტია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი სწორად არის განლაგებული მაგიდაზე. გამოიყენეთ სადა, ნეიტრალური ფერის, საშუალო ზომის ხელსახოცი.

ferebi-1667200073.jpg

ჟურჭელიც მაგიდის დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შერჩევას. არ უნდა იყოს მკვეთრი ფერის, რათა არ გამოვიწვიოთ კურდღლის გაღიზიანება. ჩანგლები, დანები და კოვზები შეარჩიეთ ღია ლითონისფერში.

dekori2-1667200133.jpg

გადასაფარებელი სუფრა სასურველია იყოს ბამბის ნაჭრისგან დამზადებული.

magida-1667200172.jpg

გთავაზობთ მსოფლიოში გავრცელებულ 4 გამორჩეულ სტილს

1. ეკო სტილი

იგი მოიცავს სხვადასხვა ხელნაკეთი დეკორის გამოყენებას, მაგალითად, ხის გირჩები და ყლორტები შეგიძლიათ მოათავსოთ დანა-ჩანგლის გვერდით ან სულაც მაგიდის ცენტრში. ასევე შეგიძლიათ ნაძვის ხის ტოტებისგან გააკეთოთ სხვადასხვა ფიგურა.

magida2-1667200219.jpg

2. ქანთრი

ამ სტილში იგულისხმება რეტრო ესთეტიკა. იგი დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. შეგიძლიათ ანტიკვარულ სასანთლეებში მოათავსოთ დეკორატიული სანთელი, ასევე მაგიდაზე დააფინოთ მაქმანებიანი ხელსახოცები და პატარა ზომის ნაძვის ხე. რეკომენდებულია თიხის ჭურჭლის გამოყენება.

sasantle-1667200241.jpg

3. სკანდინავიური სტილი

სკანდინავიურ სტილში დეკორისა და სერვირების ძირითადი ფერებია თეთრი და ვერცხლისფერი. წელს ეს სტილი საუკეთესო ვარიანტია!

dekori4-1667200339.jpg

4. მინიმალიზმი

ამ სტილის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ თეთრსა და შავ ფერს.არ უნდა გამოვიყენოთ მდიდრული, ძვირადღირებული დეკორი. რეკომენდებულია ხელსახოცები შევარჩიოთ შავსა და თეთრ ფერში, ხოლო ჭურჭელი - ღია ფერებში.

dekori3-1667200317.jpg

თქვენ რომელი სტილი მოგწონთ?

თიკო ღაჭავა