ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა - რა არის მიზეზი?
რუსეთის მიერ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შეჩერების შემდეგ ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლისა და სიმინდის ფიუჩერსების ფასები საგრძნობლად გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო FT-ის თანახმად, ხორბლის ფიუჩერსების ფასმა 7.7%-ით, 8.93 დოლარამდე მოიმატა ბუშელზე, სიმინდი კი თითქმის 3%-ით, 7 დოლარამდე გაძვირდა.
კრემლმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება 29 ოქტომბერს, შაბათს შეწყვიტა და მიზეზად კიევის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე პორტში გემებზე თავდასხმა დაასახელა. შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაცულ კორიდორს ქმნიდა მანამდე ბლოკირებული შავი ზღვის ნავსადგურებიდან ხორბლის იმპორტისთვის.
უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ეს ფაქტი უკვე შეეხო 218 გემს, რომელთაგან პორტი 95-მა დატოვა, 101 შევსებას ელოდებოდა, 22 კი დატვირთული და გასამგზავრებლად მზად იყო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა მსოფლიოში ხორბლის მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორია. შეთანხმებიდან გამოსვლა როგორც უკრაინისთვის, ასევე მსოფლიოსთვისაა კრიტიკული მნიშვნელობის.
გაეროს თანახმად, ოფიციალური პირები კონტაქტზე არიან რუსეთის ხელისუფლებასთან და ორგანიზაციის პრეს-სპიკერი, სტეფან დუჟარიკი, შეთანხმების გაგრძელების მოწოდებით გამოდის.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, - აღნიშნა გაერო-ს პრეს-სპიკერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას დიდი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის საკვებზე ხელმისაწვდომობისთვის.
წყარო: BPN.GE
დღის მთავარი სიახლებიის გასაგებად გამოიწერეთ გვერდი: Palitranews პალიტრანიუსი