რატომ არის სასარგებლო ლიმონიანი წყალი - Gemrielia.ge

რატომ არის სასარგებლო ლიმონიანი წყალი

წყლის რეგულარული მიღება ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ თუ წყლის ჭიქაში ლიმონის 1-2 ნაჭერს ან წვენს ჩაამატებთ, ის კიდევ უფრო სასარგელო გახდება. დილაობით ლიმონიანი წყლის მიღება ორგანიზმს წმენდს და ამარაგებს ვიტამინებით.


ლიმონი ორგანიზმის ტუტე-მჟავურ ბალანსს არეგულირებს. ადამიანის ორგანიზმის pH-ის ნორმალური დონე 7.4-ია. მაგრამ არასწორი კვების გამო ეს ბალანსი ირღვევა. ლიმონი, მისი სიმჟავის მიუხედავად, ტუტოვან საკვებს მიეკუთვნება და ორგანიზმს ბუნებრივი pH –ის აღდგენაში ეხმარება.

ლიმონი ვიტამინ C-ის წყაროა. ერთი მოზრდილი ლიმონი დაახლოებით 44.5 მგ C ვიტამინს შეიცავს, რაც რეკომენდირებული დღიური ნორმის 74 %-ია. თუ თქვენ დღეში 1-2 ლიმონს ჩააწურავთ სასმელ წყალში, დღიურ დოზას სულ ადვილად მიიღებთ.

ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოფლავონოიდ კვერცეტინს. ეს ნივთიერება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ზოგადად, ბიოფლავონოიდები წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისგან იცავს ორგანიზმს.

ლიმონში შემავალი პექტინი იცავს ორგანიზმს ნაწლავური სიმსივნეებისგან.

ეს ციტრუსი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, რომელიც მნიშვნელოვანი მინერალია და უზრუნველყოფს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ბალანსს.
ლიმონიანი წყლის დალევის ყოველდღიური ჩვევა დაგეხმარებათ დაიცვათ ორგანიზმი გაუწყლოვანებისგან