„1 კვირა გზაში, გაუსაძლის პირობებში ვარ, მათოვს, მაწვიმს და უცებ ვიღაც მეუბნება, რომ უნდა მომცე 4-5 სული ცხვარი, თორემ არ გაგატარებინებ ფარასო“ - Gemrielia.ge

„1 კვირა გზაში, გაუსაძლის პირობებში ვარ, მათოვს, მაწვიმს და უცებ ვიღაც მეუბნება, რომ უნდა მომცე 4-5 სული ცხვარი, თორემ არ გაგატარებინებ ფარასო“

საძოვრების სიმწირე, დოლარის კურსი, ცხვრების გადასარეკი ტრასები - ეს ის საკითხებია, რაც მეცხვარეებს სერიოზულ სირთულეების წინაშე აყენებს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბექა გონაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, თუ რა სირთულეების წინაშე არიან სფეროს წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არ იყო ის პრობლემები, რაზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ. ყველაზე მთავარი ფაქტორი არის დოლარის კურსი, რამაც ფასების ნაწილში დაგვარტყა. ხარჯები გაგვეზარდა და იმის გამო, რომ დოლარის კურსი გაუფასურებულია, ვეღარ ბალანსდება. ზოგადად, როცა ეროვნული ვალუტა გამყარებულია, ეს ექსპორტისთვის ხელისშემშლელია. ამასთან, მიწოდების ჯაჭვის გაძვირების გამო, ცოცხალი ცხვრის გაყიდვა საკმაოდ გაპრობლემებული იყო. ამ პერიოდისთვის ამდენი რაოდენობის ცხვარი გასაყიდი წესით არ უნდა იყოს დარჩენილი,“- აღნიშნა გონაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ცხვრების გადასარეკი ტრასების პრობლემაზეც. როგორც გონაშვილი აცხადებს, ტერიტორიაზე 350 მეტრი მიწის მესაკუთრეებმა ჩაუხერგეს და ფარის გატარების სანაცვლოდ ბაჟის სახით, რამდენიმე სული ცხვარის დატოვებას ითხოვენ... გააგრძელეთ კითხვა