როგორ გავწმინდოთ გაზქურის ცხაური იოლად - პროცედურა, რომლის შემდეგაც ის ახალს დაემსგავსება - Gemrielia.ge

როგორ გავწმინდოთ გაზქურის ცხაური იოლად - პროცედურა, რომლის შემდეგაც ის ახალს დაემსგავსება

„მომზადება მიყვარს, დალაგება არა“ - ამბობს ჩემი დაქალი, უყურებს გაზქურის ჭუჭყიან ზედაპირს და ნერვიულად იფშვნეტს თითებს. იცის, რომ უნდა გაწმინდოს, თორემ ახალი ჭუჭყი ძველთან ერთად ჩაჯდება და მერე მართლა აღარაფერი ეშველება.

„მდოგვი გაქვს?“ - ეკითხება მეორე დაქალი. მდოგვი? რა შუაშია მდოგვი? და აი, ის გვიზიარებს გაზქურის ბადის გაწმენდის ყველაზე მარტივ და ეფექტურ მეთოდს.

gazqura-1668160929.jpg

დაგჭირდებათ:

  • 50 გ სარეცხი საპონი
  • 10 სკ მდოგვის ფხვნილი
  • 400 გ სოდა
  • 3 ლ წყალი

მომზადება:

საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ მდოგვის ფხვნილი და სოდა. დაასხით მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ნარევი ისეთ ჭურჭელში, რომ შემდეგ მასში გაზქურის ბადე მოათავსოთ. შეავსეთ წყლით, რომ ბოლომდე დაიფაროს სითხით.

gaz1-1668160964.jpg

თუჯის ბადისთვის 2 საათი საკმარისი იქნება, ლითონის კი გააჩერეთ მთელი ღამით. ამ ხსნარის დახმარებით ცხიმი დარბილდება და მარტივად მოშორდება ზედაპირს. გამდინარე წყლის ქვეშ სარეცხი ღრუბლით ან ჯაგრისით გაწმინდეთ და თქვენი ბადე ახალივით იქნება.