სტაფილოს დიეტა - 3 დღეში 3.5 კგ-ის დაკლებაა შესაძლებელი
დაგჭირდებათ 1 კგ სტაფილო, ლიმონი და 1 ს.კ თაფლი.
სტაფილო გახეხეთ , მოასხით თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ეს სალათა სამ კვებაზე გადაანაწილეთ. შუალედებში შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი სახეობის ერთი ხილი. ასე მოიქეცით 3 დღე. მეოთხე დღეს, რეციონში ცოტაოდენი კარტოფილის და პურის დამატებაც შეიძლება.
დილაობით შეგიძლიათ მიიღოთ რძე ან კეფირი, შეჭამოთ 1 ს.კ არაჟანი. მათში შემავალი ცხიმები აუცილებელია , რათა ორგანიზმმა სტაფილოდან უკეთ შეითვისოს ბეტა-კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
სტაფილოს დიეტის დადებითი მხარე:
სტაფილო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: А, D, Е, К, В2 და В12 ვიტამინს, კაროტინს, რომელიც კარგი ანტიოქსიდანტია, უჯრედისს, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნას უწყობს ხელს. სტაფილო სასარგებლო მხედველობისთვის, ფიზიკური ზრდა-განვითარებისთვის, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას.
სტაფილოს დიეტის უარყოფითი მხარე:
სტაფილო დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც დიდხანს და ძნელად გადამუშავდება. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ ან დიეტის დროს შეგექმნათ - შეწყვიტეთ დიეტა, რადგან ეფექტური არ იქნება და ჯანმრთელობასაც გაიუარესებთ.