როგორ გავარჩიოთ ცხენის და ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება - Gemrielia.ge

როგორ გავარჩიოთ ცხენის და ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება

ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი ხორცის საკითხი. კვების ობიქტების შემოწმებისას არაერთ ადგილას აღმოაჩენენ ხოლმე ვირისა თუ ცხენის ხორცს, რომელსაც საქონლის ხორცად ასაღებენ. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გასცემს რეკომენდაციას, როგორ გავარჩიოთ ცხენის და ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან:

„ძალიან ხშირად ხორცის ფალსიფიკაციისათვის, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები საქონლის ხორცის ნაცვლად გვთავაზობენ ცხენის და ვირის ხორცს.

გთავზობთ რამდენიმე მეთოდს, რის შედეგადაც განვასხვავებთ ზემოთ აღნიშნულ ხორცს საქონლის ხორცისგან:

საქონლის ხორცისგან განსხვავებით, ცხენის ხორცი არის უფრო მუქი პრიალა ფერის, პრიალა ყვითელი ცხიმით, მსხვილი და განივი კუნთებით და სპეციფიკური სუნით. ასევე ნეკნები საქონლისგან განსხვავებით მრგვალი ფორმისაა და არა ბრტყელი.

ვირის ხორცი შედარებით მჭლეა, ხასიათდება მძაფრი სუნით და მუქი მოლურჯო ფერით. საქონლის და ცხენის ხორცის 100%-იანი სხვაობის გაგება კი ლაბორატორიული კვლევით და იმუნო ტესტით არის შესაძლებელი,“ - წერს ირაკლი არაბული.