“გურმემ“ ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო - Gemrielia.ge

“გურმემ“ ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო

“გურმე“ საქართველოში ერთადერთი მცირე კომპანიაა კვების მიმართულებით, რომელმაც, აუდიტის შედეგად, ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატის გაცემამდე, პოლონური აუდიტორული კომპანია Grand Cert რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა შემოწმებას.

„გურმეს“ ხარისხის მენეჯერი განმარტავს, რომ დიდი დიღმის ახალი საწარმოს მშენებლობა თავიდანვე სწორედ ISO სტანდარტების შესაბამისად დაიწყეს და 1 წლის შემდეგ სასურველი შედეგიც მიიღეს.

2-1669025116.jpg

სერტიფიკატის მიღებამდე კომპანიაში შემოწმდა ყველა დეტალი - შენობა-ნაგებობა, დანადგარები, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ. „გურმეს“ გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელსაც ISO სერტიფიკატის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალურად შეირჩა პროდუქციის ყველა მომწოდებელი, კონტროლდებოდა პროდუქტების ხარისხი და სერთიფიკატები. აღსანიშნავია ისიც, რომ „გურმე“ ბაზარზე ხუთი მიმართულებით ოპერირებს: ქართული საცხობი, სამზარეულო, საკონდიტრო, პურის საცხობი და კვებითი საწარმო. მიღებული ISO 22000:2018 ხუთივე მიმართულებას ეხება.

3-1669025130.jpg

„აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლის მიერ, დეტალურად შემოწმდა ყველაფერი. აკვირდებოდნენ მზადების პროცედურებს, როგორიცაა, მაგალითად, ხორცის ხარშვა, მწვანილის რეცხვა, კვერცხის დეზინფიცირება. ცხადია, ჩვენი გუნდი ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და გადაცდომა არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიკატი უკვე ოფიციალურად მივიღეთ, აუდიტორული კომპანია კიდევ არაერთხელ შეგვამოწმებს და მზად ვართ, კვლავ უმაღლესი სტანდარტი ვაჩვენოთ,“ - აცხადებს „გურმეს“ ხარისხის მართვის მენეჯერი მარინა ქარუხნიშვილი.

4-1669025166.png

ISO 22000:2018 სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. აღნიშნული სერტიფიკატი მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება არის მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

5-1669025181.jpg

R