თუკი რაჭული ლობიანის მთავარი ინგრედიენტი არ გაქვთ... - რით ჩავანაცვლოთ ღორის ქონი? - Gemrielia.ge

თუკი რაჭული ლობიანის მთავარი ინგრედიენტი არ გაქვთ... - რით ჩავანაცვლოთ ღორის ქონი?

არაერთხელ გვისაუბრია, რომ ნამდვილი რაჭული ლობიანის გემოს საიდუმლო ერთ ინგრედიენტში იმალება - ეს არის ღორის მუცლის ქონი. შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართულ სამზარეულოში ქონი აქტიურად გამოიყენება როგორც კერძებსა და გულსართიანებში, ასევე დესერტებში.

თუკი ღორის მუცლის ქონს ორმაგი დატვირთვა აქვს - გავლენას ახდენს შიგთავსის კონსისტენციასა და გემოზე. ქონით შეზავებული ლობიო არის ერთგვაროვანი, მარტივად გუნდავდება და მარტივადვე ნაწილდება ცომში, გამოცხობის შემდეგ დაჭრისას კი ნაკლებად იფშვნება. რაც მთავარია, სწორედ ქონი აძლევს ლობიანს ისეთ გემოს, რომელიც შებოლილს მოგაგონებთ, თუმცა ნამდვილი რაჭული ლობიანი არც შებოლილია და არც შებოლილი ლორი აქვს შიგთავსად. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქონის დამსახურებაა.

თუკი ქონი არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება 2 ინგრედიენტით შეგიძლიათ. ცხადია, გემო განსხვავებული იქნება, მაგრამ კონსისტენცია - მისაღები. გამოიყენეთ გამდნარი კარაქი ან ზეთი. 1 კგ ლობიოზე საშუალოდ 150 გ კარაქი ან 200 მლ ზეთი დაგჭირდებათ. ცხიმი შიგთავსსაც შეკრავს და სასიამოვნო გემოსაც მისცემს.

თქვენ როგორ აკეთებთ ხოლმე ლობიანს?