როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლის ტრენდულ ფერებში - სტილი და ძირითადი დეკორი
ძნელი წარმოსადგენია საახალწლო დღესასწაულები ტრადიციული ნაძვის ხის გარეშე. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ჩვენთან შუა საუკუნეების გერმანიიდან მოვიდა. ძველ კელტებს სჯეროდათ, რომ თუ ნაძვის ხის ტოტებს ტკბილეულით, ლენტებითა და დეკორაციებით პირდაპირ ტყეში მორთავდნენ, მფარველი სულების დამშვიდებას შეძლებდნენ. დღეს ნაძვის ხე ახალი წლის ნამდვილი სიმბოლოა.
ნაძვის ხის მორთვისას ზოგი იმ წლის ტენდენციებს ითვალისწინებს, ზოგი ჩინურ ასტროლოგიას, ზოგიც საკუთარი გემოვნებით არჩევს ფერებსა და ორნამენტებს. 2023 წელი შავი წყლის კურდღლის წელია. თუ გსურთ ასიამოვნოთ წლის სიმბოლოს, შავ კურდღელს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: ნაძვის ხის გაფორმება, ფერები და მორთვის სტილი.
ჩვენ გაგაცნობთ 2023 წლის ტრენდებს და ასტროლოგიურ რჩევებს ნაძვის ხის მოსართავად
შექმენით მყუდრო გარემო
კურდღელს ახასიათებს სტუმართმოყვარეობა, გულწრფელობა, მარაგის შექმნა. უყვარს ოჯახი და აფასებს მას. ამიტომ, ახალი 2023 წლის აღნიშვნა რეკომენდებულია სახლში, მყუდრო გარემოში, უახლოეს ადამიანებთან ერთად.
ფერებიკურდღლის წელს იღბლიანი ფერებია წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. ნაძვის გაფორმება შესაძლებელია ამ ფერებიდან ერთ-ერთის გამოყენებით ან სხვადასხვა კომბინაციით, საახალწლო დეკორში.გამომდინარე იქიდან, რომ 2023 შავი წყლის კურდღლის წელია, ნაძვის ხის დეკორში შეურიეთ ერთი ან რამდენიმე შავი ფერის სათამაშო. ნებისმიერი ბუნებრივი ფერი ასევე შესაფერისი იქნება. კერძოდ, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ამ კომბინაციებს:
- რძისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი;
- ლავანდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი;
- მწვანე, ყავისფერი;
- ოქროსფერი, ნაცრისფერი;
- ყვითელი, კრემისფერი.
რეკომენდებულია ამ პალიტრიდან ერთი ფერის არჩევა, მეორე - აქცენტებისთვის და მესამე ბზინვარებისთვის... გააგრძელეთ კითხვა