მაია პლისეცკაიას 14-დღიანი დიეტა - როგორ ინარჩუნებდა ბალერინა იდეალურ წონასა და ფორმებს - Gemrielia.ge

მაია პლისეცკაიას 14-დღიანი დიეტა - როგორ ინარჩუნებდა ბალერინა იდეალურ წონასა და ფორმებს

ბალერინას დიეტის მთავარი წესი საკვების ულუფების მკაცრი შეზღუდვაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მთლიანად უარი თქვა საჭმელზე (და ეს არც არის აუცილებელი), მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ პორციების შემცირება.

ბალერინების ფიზიკური აქტივობა საკმაოდ დამღლელია, ამიტომ ხშირად ჭამისთვის არც დრო რჩებათ და არც ენერგია, რაც ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას - თუმცა არც ისე ჯანსაღად. პრიმა ბალერინა მაია პლისეცკაია დროდადრო იყენებდა სპეციალურ ორკვირიან დიეტას, რომელიც ეხმარებოდა მას ზედმეტი კალორიების მოშორებასა და იდეალური ფორმების შენარჩუნებაში.

Ξ დიეტის რაციონი შეიძლება 14 დღის განმავლობაში განმეორდეს

maia-pliseckaia2-1670233536.jpg

პირველი დღესაუზმე: 200 გრ შვრიის ფაფა შაქრისა და მარილის გარეშე. გემოს გასაუმჯობესებლად ნებადართულია მჟავე კენკრის (მოცხარის, ჟოლოს) დამატება.

ლანჩი: 1 დიდი ვაშლი ან საშუალო მსხალი.

სადილი: 250 მლ ბოსტნეულის წვნიანი, 150 გრ მწვანე სალათა.

ვახშამი: 200 გრ ბრინჯი, 250 გრ ახალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრ შემწვარი ორაგული.

გააგრძელეთ კითხვა