„ექვსი თვიდან მიირთმევს ხორცს... მივაგენი თანამედროვე იდეას“ - ანასტასია ბენდუქიძე ოჯახის შესახებ - Gemrielia.ge

„ექვსი თვიდან მიირთმევს ხორცს... მივაგენი თანამედროვე იდეას“ - ანასტასია ბენდუქიძე ოჯახის შესახებ

„მე საკუთარ თავზე უფრო ვმუშაობ, ვიდრე ბავშვზე... დიდი მოთმინება მართებს მშობელს, სანამ ბავშვი გაერკვევა, რა შეიძლება და რა - არა... პატარაობიდანვე მე თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს. ასე ვაჩვევ შვილსაც“

ჩვენი დღევანდელი სტუმარი სპეციალობით ლინგვისტი ანასტასია ბენდუქიძეა, რომელიც ბოლო პერიოდში სატელევიზიო შოუ „სამზარეულოს ომებში“ გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის გულიც მოიგო. ანასტასია მამის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ცოდნის ფონდს“ უძღვება, რომელმაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები დააფუძნა. ბიზნესმენისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი 2017 წელს დაოჯახდა, ასევე ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე. წყვილს 2020 წელს ვაჟი, ალექსანდრე შეეძინათ. შვილის დაბადების შემდეგ ანასტასიას ცხოვრება შეიცვალა. mshoblebi.ge-სთან ანასტასიამ სწორედ ოჯახურ იდილიაზე, ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და დედობაზე ისაუბრა.- კახა მკაცრი მამა იყო, ჰქონდა თავისი პრინციპები, მაგრამ ყველაზე ღირებული, რაც მან მომცა, იყო არჩევანის თავისუფლება. მე თვითონ ვწყვეტდი, რა მინდოდა, როგორ მოვქცეულიყავი. მე ამას ვაფასებ და ძალიან გამომადგა. ვისწავლე, როგორ გავაკეთო ცხოვრებაში ესა თუ ის არჩევანი, რაც არც ისე მარტივია. ადამიანს უნდა შეეძლოს, გააანალიზოს სიტუაცია და განსაზღვროს შედეგი, რაც მიიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ ორი წლისაა, დღეს მეც ვცდილობ ვასწავლო, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

- როგორი დედაა ანასტასია ბენდუქიძე?

- როგორც ვთქვი, თავისუფლების მოყვარული ვარ და იმავეს ვუნერგავ შვილს. ყოველ დილით ვთავაზობ ჩასაცმელის ორ ვარიანტს და ვეკითხები, რომელი სურს ჩაიცვას. რომელსაც ირჩევს, მეც იმას ვაცმევ. ზოგჯერ არ მომწონს მისი არჩევანი, მაგრამ ამას პატივს ვცემ. დედამ მეც პატარაობიდან მიმაჩვია დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან, შვიდი წლის შვილებს საკუთარი ხელით აცმევენ ტანსაცმელს, აჭმევენ საჭმელს და ა.შ. პატარაობიდანვე მე თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს. ასე ვაჩვევ შვილსაც. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ექვსი თვის ასაკიდან საკუთარი ხელით მივაჩვიე ჭამას, ათი თვის უკვე დამოუკიდელად მიირთევდა. იცის, როგორ გაფცქვნას ბანანი, გაიხსნას ელვა, ჩაიცვას ფეხსაცმელი.

anastasia-bendukidze2-1670324202.jpg

- საკვების შემთხვევაში რამდენად აძლევთ არჩევანის საშუალებას?

- საკვების შემთხვევაშიც სრული თავისუფლება აქვს. ექვსი თვიდან მიირთმევს ხორცს, რაც ბევრისთვის გაუგებარია. ბევრს ვკითხულობდი ბავშვთა კვებაზე და მივაგენი თანამედროვე იდეას, რომლის თანახმადაც ბავშვმა უნდა მიირთვას ის, რასაც მიირთმევს ოჯახი. ორსულობის დროსაც და ლაქტაციის პერიოდშიც ჩემი საკვები მენიუ იყო მრავალფეროვანი. წლამდე ბუნებრივ კვებაზე იყო ჩემი შვილი და ამ პერიოდში არანაირი დამატებითი, ხელოვნური საკვები არ გამოგვიყენებია. სულ ვიღებდი სხვადასხვა გემოს საკვებს და დღემდე არ გვაქვს კვების პრობლემა, ყველანაირ საკვებს მიირთმევს. ყველაზე ჯანსაღი თეფში არის ჰარვარდის თეფში, რაც ნიშნავს, რომ თეფშზე ნახევარი უნდა იყოს ხილი, ან ბოსტნეული, ერთი მეოთხედი ცილები და ერთი მეოთხედი ნახშირწყლები. ჩვენს შემთხვევაში ამართლებს და გემრიელად მიირთმევს. კიდევ ერთი დეტალი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ არ მოვიხმართ შაქარს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა ბავშვს და დავამზადებინე უშაქრო ტორტი ბანანის კრემით. მართალია, ისეთი ტკბილი არ იყო, როგორც საკონდიტროს ტორტებია, მაგრამ ბავშვებს მოეწონათ და სიამოვნებით მიირთვეს. მე ათი წელი მქონდა ბულემია, ამიტომ დღეს ფრთხილად ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილს მსგავსი არაფერი დაემართოს. ძალიან მომწონს მონტესორის მეთოდი, რაც ზუსტად იმას გვასწავლის, რომ ბავშვი იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ვაძლევ ცოტა სათამაშოს და ხშირად ვუნაცვლებ ახლით, რომ მალე არ მობეზრდეს თამაში. დაახლოებით, ათ სათამაშოს ვუდებ და არასოდეს არ მაქვს სახლში ქაოსი. მერე ამ ათს სხვა სათამაშოებით ჩავუნაცვლებ. ამიტომ, არასოდეს არ ეზარება თამაში და მილაგება... გააგრძელეთ კითხვა