ვირუსი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა - როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ამ დროს? (პედიატრის რჩევები)
სეზონური ვირუსების გააქტიურების პარალელურად, პედიატრიულ განყოფილებებს სულ უფრო მეტი ბავშვი და მშობელი მიმართავს. ისინი, როგორც წესი, მთავარ სიმპტომად უმართავ, მაღალ ტემპერატურასა და ხველას ასახელებენ. პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება, როგორია მიმართვიანობის მაჩვენებელი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა სიმპტომების გამოვლენისას და როგორი უნდა იყოს ამ დროს ბავშვის კვება:
- სეზონური ვირუსული ინფექციები აციების პარალელურად აქტიურდებიან. თუმცა, წელს მომართვიანობის მატება შედარებით ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელებისას ნიღაბს აქტიურად ვიყენებდით, სეზონური ვირუსებით მშობლებიც ნაკლებად ავადდებოდნენ. ახლა, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, გადამდებლობაც გაცილებით მარტივია და სხვადასხვა ინფექციაც ცირკულირებს. როდესაც მშობელი ავადაა, ფაქტობრივად, ბავშვებსაც მაღალი რისკი აქვთ, რომ კონკრეტული ვირუსით დაინფიცირდნენ. ამიტომ, მომართვიანობის რისკიც საკმაოდ მაღალია.
- ვირუსული ინფექციების ფონზე როგორი უნდა იყოს ბავშვთა კვება?
- როდესაც ბავშვი ავადაა, დაავადებულ ორგანიზმს საკვების ჩვეული პორციის გადამუშავება არ შეუძლია. ამიტომ, კუჭ-ნაწლავმა ნორმალურად რომ იმუშაოს, ხშირად და მცირე ულუფებით მივცეთ. ეს შეიძლება ადვილად გადასამუშავებელი ფაფები იყოს, ქათმის წვნიანი, ხილი, ახლადგამოწურული წვენები, კომპოტები. ძუძუთი კვების შემთხვევაში, უფრო ხშირად უნდა იკვებონ, ვიდრე იქამდე, ვინაიდან ბავშვი კარგად ვერ წოვს. ამიტომ, დეფიციტი ხშირი კვებით უნდა შეივსოს. დედებმა ამ დროს მეტი სითხე და ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა მიიღონ. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ როდესაც ბავშვი ავადაა, უნდა ვეცადოთ, რომ ერთბაშად ბევრი სითხე არ მივაწოდოთ, იმიტომ, რომ შეიძლება კუჭი გაღიზიანდეს და ღებინება გამოიწვიოს. მცირე ყლუპებად და ხშირ-ხშირად მივაწოდოთ... წაიკითხეთ სრულად