აბრეშუმა - ქათქათა ქათამი შავი ხორცით - Gemrielia.ge

აბრეშუმა - ქათქათა ქათამი შავი ხორცით

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქათამი გარეგნულად აბსოლუტურად თეთრი ჩანს, სინამდვილეში შავია. ეს უბრალოდ ასეთი ჯიშია Silkie (აბრეშუმა). მას შავი კანი, ძვლები და მონაცრისფრო-შავი ხორცი აქვს.


ეუმელანინი, რომელიც, ჩვეულებრივ გარე საფარში (ხერხემლიანებთან თმაში, ბუმბულში, ქერცლში , ან ნაყოფის კანში) გვხვდება, ამ შემთხვევაში შემაერთებელ ქსოვილებშია თავმოყრილი. ამ ქათამს ლურჯი ბიბილო, ფეხზე კი ხუთი თითი აქვს (ჩვეულებრივ ქათმებს 4 აქვთ). ბუმბული ძალიან ფუმფულა და აბრეშუმივით რბილი აქვს - ამიტომაც ეძახიან სილქის ანუ აბრეშუმას.


აბრეშუმა დეკორატიული სახეობაა, მომცრო ტანის. ცოცხალი მამალი ფრინველი 1.8 კგ-ს იწონის, დედალი დაახლოებით 1.36 კგ-ს. ქათმის ეს ჯიში თვისებებიტაც გამორჩეულია: ძალიან დამჯერი, მშვიდი, მეგობრული ხასიათი აქვთ. განსაკუთრებით ძლიერი აქვს დედობრივი ინსტიქტი: აბრეშუმა ქათამი მზრუნველი დედაა და ხშირად იყენებენ სხვა შინაური ფრინველების წიწილების გამოსაჩეკად და გასაზრდელად.

აბრეშუმა გენეტიკოსებისა და ბიოლოგების შრომის შედეგი არ გახლავთ. ის ერთ ერთი უძველესი ჯიშია ჩინეთიდან, სადაც მას wu gu ji (烏骨鷂) – ყორნისძვლებიან ქათამს უწოდებენ. მის შესახებ მარკო პოლოც წერდა. ევროპელები შავი ქათმის შესახებ მითებსაც თხზავდნენ, მიაჩნდათ, რომ ის ქათმისა და კურდღლის ნაშიერი იყო.

ქათამს აზიელები საკვებადაც იყენებენ. 

აქამდე შავი ქათამი არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით ამერიკისა და ევროპის სამზარეულოებში. მათ ქათმის შესახედაობა არ ხიბლავდათ და უგემურადაც მიაჩნდათ. მაგრამ, ბოლო დროს, ეს უცნაური ფრინველი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება იქაურ დახლებზე. აღსანიშნავია, რომ ქათმის ამ სახეობას ჯერ კიდევ არ ზრდიან მეფრინველეობის ფერმებში და დიდი მასშტაბებით. ისინი ბუნებრივ პირობებში, პატარა მეორნეობებში ან ეზოებში სეირნობენ და მარცვლებს კენკავენ.

ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, კორეაში აბრეშუმას ხორცს განსაკუთრებულად აფასებენ. მისგან უამრავ კერძებს ამზადებენ, შუშავენ, ხარშავენ ბულიონს. ტარადიციულ ჩინურ მედიცინაში მისი წვნიანი სამკურნალოდ ითვლება.

ამბობენ, რომ შავი ქათმის გემო ჩვეულებრივისგან დიდად არ განსხვავდება. კერძი კი ასე გამოიყურება: