რომელი კერძებით მოვიპოვებთ კურდღლის კეთილგანწყობას? - რჩევები, რომლებიც 2023 წელს ბარაქის მოზიდვაში დაგეხმარებათ
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2023 წლის მთავარ სიმბოლოდ შავი წყლის კურდღელი გვევლინება. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ წელს გამორჩეულად მშვიდი წელიწადი იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის, რადგან შავი კურდღლის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. იგი სიმბოლოა ბედნიერების, ჰარმონიის, ოჯახური კეთილდღეობისა და ნაყოფიერების.
ამ სტატიაში განვიხილავთ ისეთ რიტუალებს, რომლებიც დაგეხმარებათ მომავალი წლის სიმბოლოს კეთილგანწყობის მოპოვებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლის ტრენდულ ფერებში - სტილი და ძირითადი დეკორი
დეკორი
სახლის დეკორაციისთვის სასურველია გამოიყენოთ მშვიდი, ნეიტრალური და ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფერები მაგ: მწვანე და მისი გარდამავალი ფერები. ასევე თამამად შეგიძლიათ სახლი დატვირთოთ მცენარეებითა და ყვავილებით.
გირჩევთ აუცილებლად დაამშვენოთ თქვენი სახლი კურდღლის ფიგურებით, რათა მოგიტანოთ მეტი წარმატება და კეთილდღეობა. მაგ: თეთრი კურდღლის სიმბოლო ხელს შეუწყობს ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებას, დადეთ იგი ფანჯრის რაფაზე.
ოქროსფერი მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას. თუ თქვენი მიზანია ოჯახური ჰარმონია, აირჩიეთ მჯდომი ფიგურა.
სად შევხვდეთ ახალ წელს?
ვინაიდან კურდღელს უყვარს სახლში კომფორტულად ყოფნა, გირჩევთ ახალ წელს შეხვდეთ სახლში, ვიწრო ოჯახურ წრეში.
ორაგულის სტეიკი ნაღებისა და ღვინის სოუსით (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)
საახალწლო სუფრის მნიშვნელოვანი კერძები
საახალწლო სუფრის მთავარი პირობაა მენიუში შევიტანოთ თევზის კერძი, გამომცხვარი ან დამარინადებული ნაჭრები, აირჩიეთ თქვენი გემოვნებით. ასევე, შეავსეთ თქვენი მთავარი კერძი მწვანილით, მაგიდის სუფრა კი შეარჩიეთ თეთრსა და ოქროსფერ ფერებში.
თიკო ღაჭავა