Ritter Sport – ფერებით გამოხატული ჯადოსნური გემოები
ნამდვილი შოკოლადის გემო, კვადრატული ფორმა და ცისარტყელაზე უფრო ფერადი – ეს Ritter Sport-ის მთავარი მახასიათებლებია, ბრენდის, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და რომელიც ყველას განსაკუთრებით უყვარს. მისი ისტორია უკვე 110 წელს ითვლის, რომლის განმავლობაშიც ბევრი კრიზისული მდგომარეობა დაძლია, განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები და, რაც მთავარია, მოახერხა შეენარჩუნებინა ხარისხი და განსაკუთრებულობა.
სტატიაში გაგაცნობთ Ritter Sport-ს და იმ მიზეზებს, რაც მას საუკეთესო შოკოლადად და უნიკალურ ბრენდად აქცევს.
საუკეთესო ინგრედიენტები – Ritter Sport-ის უცვლელი ღირებულება
რა სჭირდება კარგი შოკოლადის შექმნას? საუკეთესო ინგრედიენტები და საუკეთესო რეცეპტი – ასე მარტივად პასუხობს Ritter Sport-ი კითხვას. მართლაც, ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კაკაოს მარცვლების ხარისხს, ამიტომ მას თავის პლანტაციებში თავად აწარმოებს. მისი ფერმები ნიკარაგუაში, პერუში და აფრიკის ქვეყნებში მდებარეობს, ადგილებში, სადაც საუკეთესო ნიადაგი და კლიმატია კაკაოს ხეებისთვის. არანაკლები ყურადღებით ირჩევა და მოწმდება თხილი, ხილი, კენკრა, რძე და სხვა დამატებითი ინგრედიენტებიც, რადგან Ritter Sport-ის მთავარი პირობაა შოკოლადის ყველა ინგრედიენტი საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის იყოს.
Ritter Sport-ი სხვადასხვა სახეობის კაკაოს აწარმოებს, რათა რაც შეიძლება ბევრი გემო შექმნას და სხვა ინგრედიენტებს უკეთ შეუხამოს. გემოების შექმნის, მისი დატესტვისა და დახვეწის პროცესი კი ბრენდისთვის ერთგვარი მეცნიერებაა. თითოეულ გემოზე მუშაობა, როგორც წესი, თვეობით და ხანდახან წლობითაც გრძელდება.
კვადრატული ფილები და ცისარტყელაზე მეტი ფერი
Ritter Sport-ის შოკოლადის ფილისთვის კვადრატული ფორმის მიცემის იდეა მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კლარა რიტერს ეკუთვნის. მას სურდა შეექმნა ფორმა, რომელიც მარტივად მოთავსდებოდა სპორტული ქურთუკის ჯიბეში და არ დაიმტვრეოდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კვადრატი ბრენდის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად და სამარკო ნიშნად იქცა.
მოგვიანებით, ბრენდის დამფუძნებლების შვილმა, ალფრედ ოტო რიტერმა Ritter Sport-ს გაფერადება და გათანამედროვება დაისახა მიზნად. მისი ინიციატივით, შოკოლადის სახეობებსა და გემოებს სხვადასხვა ფერი მიენიჭა და პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, ბრენდი ცისარტყელაზე უფრო ფერადი გახდა.
Ritter Sport-ის ყველაზე მეტი ფერი ევროპროდუქტში
თუ ხარისხიანი შოკოლადის მოყვარულიც ხართ და თან განსხვავებული გემოებისა და შეგრძნებების აღმოჩენაც გიყვართ, მაშინ, Ritter Sport-ი სწორედ თქვენი ბრენდია. მის ყველაზე მეტ ფერსა და დიდ ასორტიმენტს კი, პირველ რიგში, ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში აღმოაჩენთ, რადგან 2017 წლიდან მისი ოფიციალური დისტრიბუტორი სწორედ ის არის.
Ritter Sport-ის პროდუქციის დასათვალიერებლად და ახალი ფერებისა და გემოების საპოვნელად ეწვიეთ ევროპროდუქტის ონლაინ მაღაზიას.