რომელ ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე ფენ შუის მიხედვით? - 4 რჩევა, თუ როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და ბედნიერება 2023 წელს - Gemrielia.ge

რომელ ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე ფენ შუის მიხედვით? - 4 რჩევა, თუ როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და ბედნიერება 2023 წელს

კლასიკური ფენ შუის მთავარი მიზანია სახლის სივრცეში ხელსაყრელი ენერგიის ნაკადების პოვნა და მათი გააქტიურება.

დაიცავით ნაძვის ხის მორთვის ძირითადი წესები და თქვენი წელი აუცილებლად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

ნაძვის ხის მორთვისას აივსეთ დადებითი ენერგიით, თუკი ასე მოიქცევით გარწმუნებთ, რომ ეს ენერგიები თქვენი მომავალი ერთი წლის თანმდევი იქნება.

1. სახლში დიდი ყურადღება გაამახვილეთ ნაძვის ხის ადგილმდებარეობაზე. წელს ხელსაყრელია მათი მოთავსება სახლის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით.

nadzvis-xe1-1670828978.jpg

2. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცოცხალი ასევე ხელოვნური ნაძვის ხე, მთავარი აქცენტი კი მის მწვანე ფერზე გაამახვილეთ, რადგან ჩინური ფენ შუის მიხედვით იგი იდეალურად ერწყმის წლევანდელი სიმბოლოს ენერგიას.

nadzvis-xe3-1670829102.jpg

3. ყურადღება მიაქციეთ ნაძვის ხის აქსესუარებს. ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა იყოს კაშკაშა ნათურები. რაც უფრო მეტი განათება იქნება, მით უფრო მეტად გააქტიურდება თქვენი სახლის დადებითი ენერგეტიკული ველი.

აღმოსავლეთით გირჩევთ გამოიყენოთ ყვითელი და მწვანე ფერის ნათურები, ეს დაგეხმარებათ ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში.

nadzvis-xe4-1-1670829206.jpg

სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოიყენეთ მწვანე და წითელი განათება და აქსესუარები, ეს ხელს შეუწყობს თქვენ კარიერულ წარმატებასა და პოპულარობას. რაც უფრო განათებული იქნება თქვენი ნაძვის ხე, მით უფრო გაიზრდება თქვენი წარმატების შესაძლებლობა.

nadzvis-xe5-1670829284.jpg

ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამოიყენეთ თეთრი, ლურჯი, მწვანე და წითელი დეკორაციები. იგი ხელს შეუწყობს თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებს.

nadzvis-xe6-1670829373.jpg

4. ნაძვის ხის დადგმის ხელსაყრელი რიცხვებია:11, 17, 23, 29 დეკემბერი.

თქვენ თუ გჯერათ ფენ შუის და რომელ ფერებში აპირებთ მორთვას?

თიკო ღაჭავა