ბაჟე და საცივი ამის გარეშე არ არსებობს! - როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი ყველაზე სწრაფად - Gemrielia.ge

ბაჟე და საცივი ამის გარეშე არ არსებობს! - როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი ყველაზე სწრაფად

ალბათ ყველას გინახავთ, რა მდიდრულად გამოიყურება სუფრაზე მიტანილი ცხიმმოსხმული საცივი თუ ბაჟე. ეს არც მზესუმზირის ზეთია, არც ზეითუნის, ნიგვზისგან გამოხდილი ზეთია, რომელსაც „ურწყულს“ უწოდებენ. შეიძლება ნიგვზისგან ზეთის მიღება ბევრმა იცის, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გახადოს. დღეს გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ნიგვზის ზეთს უსწრაფესად მიიღებთ.

პროფესიონალი მზარეულების გამოცდილებით, ნიგვზისგან ზეთის გამოყოფას 2 ინგრედიენტი აჩქარებს - მარილი და ყვითელი ყვავილი (იგივე ზაფრანა).

ასევე დაგაინტერესებთ: რა განსხვავებაა ბაჟესა და საცივს შორის? - ეს ბევრმა არ იცის!

მომზადების წესი: ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ ან ნიგვზის გასატარებელ მანქანაში (მაქსიმალურად წვრილ დანაზე), დაუმატეთ მარილი, ზაფრანა და ცოტა ცხელი წყალი. მოზილეთ და რამდენიმე წამში შეამჩნევთ, რომ ზეთი უკვე გამოდის.

ბონუსი:

აქვე გაგიზიარებთ მეორე მეთოდს, რომელიც ძალიან ცოტამ იცის. ბულიონში ან ცხელ წყალში მოშუშეთ წვრილად დაფქული მჭადის ფქვილი. ფაფად რომ იქცევა, 1 სკ ეს მასა შეაზილეთ გატარებულ ნიგოზს. როგორც ამბობენ, წამებში გამოიხდება ზეთი. მორჩენილი ნიგვზის მასა შეგიძლიათ ბულიონსვე დაუმატოთ.

თქვენ რა ხრიკი იცით ზეთის სწრაფად გამოსახდელად?